პროტოტიპები, ბატარეა, მერსედესი, ორგანული ბატარეა
Aa
Aa

შორეული მომავლის ხედვა: Mercedes-ი ორგანულ ბატარეაზე მუშაობს

Mercedes-ი მყარ ბატარეაზე და მომავალში მის წარმოებაში დანერგვაზე მუშაობს. 

ორგანული ბატარეები შესაძლოა ფენტეზის ჟანრის იდეად მოგეჩვენოთ, მაგრამ „მერსედესი“ მას მომავლის ტექნოლოგიას უწოდებს.ნახევრადგამტარული, მყარი ბატარეები ავტომწარმოებლებისთვის წლების განმავლობაში წმინდა გრაალი იყო. ტრადიციული ლითიუმის-იონის გელის მსგავსი ბატარეების ნაცვლად, ის მყარ ელექტროლითებს ეყრდნობა, ორგანულ ქიმიაზეა დამყარებული და წყალზე დაფუძნებულ ელექტროლითებს მოიცავს.  

ანდრეას ჰინტერნახის, „მერსედესის“ ბატარეების კვლევის უფროსი მენეჯერის თქმით, მყარი ბატარეების კვლევა წინ მიიწევს. ამ უჯრედებს დიდხანს ტენვის უარყოფითი მხარე აქვს, რაც დღევანდელ ავტოსამყაროში მისაღები არაა. ჰინტერნახი ასევე აცხადებს, რომ ენერგიის 25%-ის მიღება დღევანდელი ლითიუმის იონის ბატარეებისგანაა შესაძლებელი. 

ჰინტერნახი ორგანული ბატარეების პოტენციალის მიმართ დადებითადაა განწყობილი.

„ძალიან იმედის მომცემი ტექნოლოგიაა. მისი მუშაობა ლაბორატორიაში უკვე მინახავს. შედეგი კარგად გამოიყურება. წარმოებაში გამოყენებისგან ის ჯერ 15-20 წლით შორსაა“. - ამბობს ის.

ეს ტექნოლოგია Mercedes-Benz Vision AVTR concept-ში გვიჩვენეს, რომელიც წარმოების ძალიან შორეული მომავლის ხედვას გვთავაზობდა.

ადრეული ტესტები აჩვენებს, რომ ორგანული ბატარეები სწრაფად იტენება და მათი გამოყენება შესაძლებელია. ეს ტექნოლოგია ბატარეის გადამუშავების საშუალებას გვაძლევს, რაც ლითიუმის იონის ბატარეის შემთხვევაში რთული და ხანგრძლივი პროცესია.

„მერსედესი“ არა მხოლოდ მყარ ბატარეაზე მუშაობს, არამედ გრაფენის, ლითიუმის-სულფატისა და ლითიუმის-ოქსიდის ბატარეაზეც.

გრაფენის ბატარეას 15-20 წელი გვაშორებს. ამჯერად კონცენტრაცია მყარი ბატარეის შექმნაზეა. მისი გამოყენების პირველობისთვის ბევრი ავტომწარმოებელი იბრძვის. ამ დროისთვის დატენვისთვის საჭირო დიდი დრო მთავარი პრობლემაა.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები