ფორდი, სტელანტისი, სკანდალი, პერსონალური მონაცემები, გამოძიება
Aa
Aa

გითვალთვალებთ თუ არა თქვენი ავტომობილი? Ford-სა და Stellantis-ს პრობლემები აქვთ

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის მთავრობა ჩინურ ავტომწარმოებლებს ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეების გათვალისწინებით სანქციებს უწესებს, აღმოჩნდა, რომ საფრთხე შესაძლოა ადგილობრივი, ამერიკული ბრენდებისგანაც მოდიოდეს. GM-ის სკანდალის შემდეგ, ყურადღების ცენტრში Ford-ი და Stellantis-იც მოექცნენ.

მონტანას შტატის გენერალურმა პროკურორმა, ოსტინ კნუდსენმა, საავტომობილო გიგანტების წინააღმდეგ ოფიციალური გამოძიება დაიწყო. მიზეზი მძღოლების პირადი მონაცემების ფარული შეგროვება და მათი მესამე პირებზე გაყიდვაა.


ავტომწარმოებლები ე.წ. „Connected Car“ სერვისებს მხოლოდ თქვენი კომფორტისთვის არ ნერგავენ. მონაცემები, რომლებსაც ავტომობილი ყოველ წამს აგროვებს, უძვირფასესია — ისევე როგორც თქვენი სმარტფონი ან კომპიუტერი, თანამედროვე მანქანაც აფიქსირებს თქვენს მარშრუტებს, მართვის სტილსა და სიჩქარესაც კი.

„როგორც ჩანს, ავტომობილის მფლობელებმა არც კი იციან, რომ მათი პირადი ინფორმაცია გროვდება და მათ გარეშე მესამე პირებზე იყიდება — თუ ეს დადასტურდება, საქმე მომხმარებელთა უფლებების უხეშ დარღვევასთან გვექნება“, — აცხადებს პროკურორი.

გავრცელებული ინფორმაციით, Ford-ი და Stellantis-ი მონაცემებს ისეთ კომპანიებს აწვდიდნენ, როგორიცაა LexisNexis, ასევე სადაზღვევო კომპანიებს, რაც საბოლოოდ მძღოლებისთვის სადაზღვევო პოლისის გაძვირებას იწვევს.

Ford-ის კონფიდენციალურობის საკითხთა ხელმძღვანელი ადრე აცხადებდა, რომ კომპანია არ ყიდის დაკავშირებული ავტომობილების მონაცემებს. მისი თქმით, ინფორმაცია მხოლოდ ავტომობილის ხარისხის გასაუმჯობესებლად და უსაფრთხოებისთვის გამოიყენება. თუმცა, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს.

კომპანიებს პასუხის გასაცემად ვად 10 მაისამდე ექნებათ. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ბოლოს General Motors-ი პირველი ავტომწარმოებელი გახდა, რომელიც მონაცემების გაყიდვაში ამხილეს. ტეხასის პროკურატურის სარჩელის შემდეგ, ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ (FTC) GM-ს მომხმარებლის მონაცემების გაყიდვა 5 წლით აუკრძალა.

სკანდალი მხოლოდ ამით არ სრულდება. აშშ-ის სენატორების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მონაცემებს სადაზღვევო კომპანიებს Honda და Hyundai-ც აწვდიდნენ... 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები