მეინი იმპორტირებული Mitsubishi Delica-ების დერეგისტრაციას ახდენს და არავინ იცის რატომ
Aa
Aa

მეინი იმპორტირებული Mitsubishi Delica-ების დერეგისტრაციას ახდენს და არავინ იცის რატომ

JDM-ისა და საოჯახო ვენების მოყვარულებს Mitsubishi Delica ძალიან მოსწონთ. ეს უბრალოდ სრული ამძრავი ვენი არ არის, რომელსაც უგზოობაში სიარული შეუძლია. Delica ყოველდღიური გადაადგილებისთვისაც მოხერხებული ავტომობილია და გრძელ გზებზეც არ დაგღლით. მიუხედავად ამისა, მეინში, Bureau of Motor Vehicles-ი ამ ავტომობილის მიმართ არსბულ სიმპათიებს ებრძვის.

მეინის შტატი მცხოვრებლებს შეზღუდულ დროს აძლევს იმისთვის, რომ მათ სანომრე ნიშნები ჩააბარონ და ამ ავტომობილით გზაზე გადაადგილება შეწყვიტონ. საქმე იმაშია, რომ ბიურომ Delica მინისატვირთო ავტომობილების კატეგორიას მიაკუთვნა, რომელთა მოხმარებაც მხოლოდ უგზოობაშია დაშვებული. სამწუხარო ფაქტი კი ისაა, რომ მოდელი ოთხკუთხედ სატვირთოებს საერთოდ არ ჰგავს.

მეინის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, რომელიც ამ ავტომობილის მეპატრონეცაა, Mitsubishi Delica-ს მფლობელების ჯგუფში წერილის სურათი გამოაქვეყნა. წერილში წერია, რომ მფლობელებს ამ ავტომობილით გადაადგილება ქალაქში და ავტობანებზე ეკრძალებათ, რადგან ვენი უსაფრთხოებისა და გამონაბოლქვის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. სანომრე ნიშნების ჩასაბარებლად კი სამი კვირაა გამოყოფილი.

შედეგად, Delica-ს მეპატრონეებმა, გამოუვალი მდგომარეობის გამო, ავტომობილის გაყიდვა დაიწყეს. ბაზარზე კი უამრავი გასაყიდი Delica გამოჩნდა. 

მსგავსი სიახლეები