ჰონდა, რაკეტა, მრავალჯერადი გამოყენების გამშვები მოწყობილობა, ჰონდა თაიფ ერი
Aa
Aa

Honda-მ მრავალჯერადი გამოყენების რაკეტა წარმატებით გაუშვა | ვიდეო

ბოლო პერიოდში, Honda თავისი ახალი, Type R-ის ტესტირებებით იყო დაკავებული. R-სიმბოლო, რაკეტას ნიშნავს, რომელიც ავტომწარმოებლის კვლევისა და განვითარების შვილობილმა კომპანიამ შეიმუშავა და წარმატებითაც გამოცადა. მრავალჯერადი გამოყენების რაკეტის პირველი აფრენა და დაშვება იაპონიაში მდებარე კვლევით ბაზაზე შედგა.

რაკეტა, იგივე „მრავალჯერადი გამოყენების გამშვები მოწყობილობა“ (RLV), ექვსი მეტრის სიგრძისა და 85 სანტიმეტრის სიგანის მოწყობილობაა, რომელიც 900 კილოგრამს იწონის. ამ სახალისო და პატარა  ექსპედიციის დროს, რაკეტამ თხევადი საწვავის ძრავით თითქმის 300 მეტრის სიმაღლეს მიაღწია. უცნობია, თუ რა რაოდენობის საწვავი დასჭირდა Honda-ს რაკეტას აფრენისა და დაშვების წარმატებით განსახორციელებლად.

გაშვებიდან დაახლოებით ერთი წუთის შემდეგ, „მრავალჯერადი გამოყენების გამშვები მოწყობილობა“ დაშვების ადგილიდან 37 სმ-ის რადიუსში დაბრუნდა. რაც მთავარია, ეს მისია საკმაოდ დიდი სიზუსტით შეასრულა.

ცნობისთვის, RLV-ის შექმნაზე Honda დაახლოებით ექვსი წელია რაც მუშაობს. ეს პროექტი „მომავლის მობილობის“ უფრო ფართო ინიციატივის ნაწილია და მცირე თანამგზავრების ორბიტაზე გადასაყვანადაა შექმნილი.

 

მსგავსი სიახლეები