ავარია, უცნაური, კია
Aa
Aa

მწერი, რომელმაც Kia გადააბრუნა, სამალავიდან 17 წელიწადში ერთხელ გამოდის

ზაფხულის მოსვლასთან ერთად, გზებზე „ფანჯარა ჩამოწეული“ მანქანების რიცხვის იზრდება. მძღოლთა ნაწილისთვის ეს პროცესი შესაძლოა სასიამოვნო იყოს, თუმცა ხშირ შემთხვევაში, სუფთა ჰაერს ზაფხულში მწერებიც დიდი რაოდენობით მოჰყვებიან ხოლმე.

ძირითადი საზრუნავი, როგორც წესი, კრაზანები, ფუტკრები და კრაზანებია, რადგან მათი ნაკბენი, შედარებით საშიშია. თუმცა, ოჰაიოს შტატის ერთ-ერთ მძღოლს, მანქანის მართვისას ხელი ციკადებმა შეუცვალა - რომელიც მგალობელი ჭიჭინობელების გვარის წარმომადგენელია. გადაბრუნებული Kia-ს კროსოვერის ფოტო, Facebook-ზე Blue Ash-ის პოლიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა, წარწერით: „ციკადების თავდასხმა შეიძლება საშიში იყოს“. მიუხედავად იმისა, რომ მწერები უვნებელია, დეპარტამენტის განცხადებით: „ეს შემაწუხებელი ციკადები პირად სივრცეს პატივს არ სცემენ, მათ შორის არც მანქანის მართვის დროს“.

ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, საპატრულო პოლიციამ ავარიის შედეგებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, ხოლო „ეჭვმიტანილი“ შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. არ არსებობს არანაირი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მოახერხა მძღოლმა მანქანის გადაბრუნება. თუმცა ფაქტია, რომ Kia-ს კაპოტი, ბამპერი და მგზავრის მხარე მნიშვნელოვნად დაზიანდა. ასევე ფოტოებზე ჩანს დაზიანებული საქარე მინა და პანორამული ლუქი.

პოლიციას ავარიის შესახებ ბევრი დეტალი არ გაუსაჯაროებია. მაგრამ საინტერესო ის ფაქტია, რომ ციკადები სიცოცხლის უმეტეს ნაწილს მიწისქვეშ, ლარვის სახით ატარებენ. წელს კი, მათი უზარმაზარი ჯგუფი, სახელწოდებით Brood XIV გარეთ გამოდის - ისინი ჩვეულებრივ 17 წელიწადში ერთხელ ჩნდებიან. ციკადები გარეთ შეჯვარებისთვის გამოდიან და შესაძლოა ერთ ჰექტარ მიწაზე მათი რაოდენობა 1.5 მილიონამდეც კი იყოს.

 

მსგავსი სიახლეები