რა არის BMW-ს iDrive-ი?
Aa
Aa

რა არის BMW-ს iDrive-ი?

BMW-ს iDrive-ის მულტიმედია სისტემა: რას აკეთებს ის და როგორ გამოვიყენოთ

საავტომობილო ტექნოლოგიების დახვეწასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ მძღოლებს საჭირო ინფორმაცია ჰქონდეთ და გადაადგილებისას ყურადღება არ მოადუნონ. ამ ფილოსოფიას BMW-ს iDrive საინფორმაციო სისტემა უკვე 20 წელზე მეტია რაც ატარებს. მისი მეშვეობით მძღოლს ავტომობილის სხვადასხვა ფუნქციებზე აქვს წვდომა.

iDrive-ი იმდენად კარგად ართმევს საკუთარ საქმეს თავს, რომ ის ბაზარზე ერთ-ერთ საუკეთესო სისტემადაა აღიარებული. Audi-ს MMI და Mercedes-ის COMAND სისტემები კი iDrive-ის ნაკვალევს გაჰყვა.

თუმცა, რას აკეთებს ზუსტად iDrive-ი? BMW-მ ის პირველად 2001 წელს გამოშვებულ მეშვიდე სერიაში დაამკვიდრა. ის წარმოადგენდა ისეთ სისტემას, რომელშიც სალონის მაკონტოლებელი ფუნქციები იყო გაერთიანებული. კოკპიტის ცენტრში მონიტორი იყო გამოსახული, რომელიც სხვადასხვა ინფომაციას, ნავიგაციას, აუდიოსა და ტელეფონის პარამეტრებს აჩვენებდა. ყველა ეს ფუნქცია მრგვალი ბერკეტით კონტროლდებოდა, რომელიც სიჩქარის გადასართველის გვერდით მდებარეობდა. დროთა განმავლობაში BMW-მ iDrive-ის სისტემა დახვეწა და დღეს ის ყველაზე ინტუიტიურ ტექნოლოგიად გვევლინება.

თავდაპირველად უამრავი ადამიანი მიიჩნევდა, რომ iDrive-ის მგზავრობისას მოხმარება ყურადღების გამფანტველი იყო. მიზეზად თვალების გზიდან მოცილება და ეკრანზე გადატანა სახელდებოდა. თუმცა, ახალი ტექნოლოგიის შემუშავების შემდეგ სისტემა იმდენად დახვეწილია, რომ მისი მოხმარება უკვე მექანიკური ხდება. ამ ყველაფერს მცირედი შეჩვევა სჭირდება.

ძველებურ ბერკეტს BMW-მ გზის შესამოკლებელი სხვადასხვა ღილაკები დაუმატა და ახლა მისი მოხმარება უფრო გამარტივებულია.

როგორ მუშაობს ის?

iDrive-ის უახლესი ვერსიების როტორულ კონტროლერი, როგორც საათის ისრის, ასევე საწინააღმდეგოდ მოძრაობს. გარდა ამისა, მისი გაწევა შესაძლებელია მარცხნივ, მარჯვნივ, ზემოთ და ქვემოთ. კონკრეტული მენიუს ან ქვემენიუს არჩევისთვის კი კომპიუტერული „მაუსის“ მსგავად აქვს დაჭერით არჩევის ფუნქცია. უახლესი სისტების კონტროლერის ზედაპირი სენსორულია, რომელზეც ასოებისა და სიმბოლოების დაწერა შეგიძლიათ. იმ შემთხვევაში თუ მემარცხენე ბრძანდებით და სიმბოელებს კარგად ვერ დაწერთ, ინფორმაციის შეყვანას ხმოვანი ბრძანებითაც შეძლებთ.

მრგვალი ბერკეტის ირგვლივ ღილაკებიცაა დატანილი, რომელიც სისტემაში სამოძრაოდ მოკლე გზებს შემოგთავაზებთ. ამ ღილაკებს თქვენი პირდაპირ სანავიგაციო მენიუში, აუდიოში, ტელეფონში და სხვა ფუნქციებში გაშვება შეუძლია.

დააჭირეთ ამ ღილაკებს და ცენტრალურ კონსოლზე არჩეული ფუნქციონალის მენიუ გამოჩნდება. სავარაუდოდ, ამის შემდეგ ეკრანზე ქვემენიუებს წააწყდებით, რომელიც ზემოთ ნახსენები მრგვალი ბერკეტით უნდა აკონტროლოთ. თუ ქვემენიუებში დაიკარგებით და მთავარ გვერდზე მოინდომებთ გადასვლას მოკლე გზისთვის მოცემული ღილაკების არსებობა უნდა გაიხსენოთ, რომლის მეშვეობითაც უკან დაბრუნდებით.

BMW-ს ახალ მოდელებს 360 გრადუსიანი მხედველობის კამერები აქვს. iDrive-ი კი საშუალებას მოგცემთ ეკრანზე რომელიმე ერთი კონკრეტული კამერა გამოიტანოთ, მიაახლოვოთ, დააშოროთ ან უფრო განიერი კუთხით დაინახოთ. გარდა ამისა, სისტემაში ოპერირება შესაძლებელია ეკრანის სენსორითაც. 

iDrive-ის პრობლემები

რა თქმა უნდა ისეთი ტექნოლოგია, როგორიც iDrive-ა ყველას გემოვნებას ვერ დააკმაყოფილებს. თუმცა, ამ სისტემის თანამედროვე ვერისები საიმედოა. iDrive-ის თავდაპირველ გამოშვებებს გარკვეული პრობლემები ჰქონდა: ეკრანი შავდებოდა, ნავიგაცია კარგად არ ფუნქციონირებდა, ხოლო CD დისკების წაკითხვა ზოგჯერ შეუძლებელი იყო. ახალ მოდელებში კი ეს პრობლემები არ არსებობს.

ასევე, ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში iDrive-ის თანამედროვე ვერსიების შეკეთება უფრო იოლია. ამასთანავე, პროგრამული უზრუნველყოფის განახლების მიღება ახლა უკვე დისტანციურადაა შესაძლებელი.

რა არის iDrive-ის მომავალი?


მისი გაცნობიდან ორი ათწლეულის შემდეგ BMW-ს iDrive-ის სისტემას თავისი ნიშა ძლიერად უჭირავს. მწარმოებელს კი ახალი თაობის მოდელებში ამ ტექნოლოგიის ინტეგრირებასთან დაკავშირებით ახალი იდეები და გეგმები აქვს.

BMW-მ გვაჩვენა, რომ iDrive-ი მალე უფრო ჭკვიანი სისტემა გახდება. ის „ქლაუდზე“ დაფუძნებულ ინფორმაციას გამოიყენებს, რომელზეც სხვა BMW-ებისგან აღებული მონაცემები იქნება განთავსებული. შედეგად, მძღოლი გზებზე არსებული საშიშროებისა და პარკინგის აგილების შესახებ მიიღებს ინფორმაციას.

გარდა ამისა, კიდევ უფრო დაიხვეწება ხმის ბრძანებებითა და ჟესტებით მართვის ფუნქციებიც. iDrive-ის განახლებულ ვერსიას iX SUV-ში ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები