ფორმულა 1, ბიემვი, მაკლარენი, ბეემვე, ტუნინგი, ბიემვი ე34 მ5
Aa
Aa

საიდუმლოდ გამოშვებული BMW E34 M5 McLaren F1-ის ძრავით

იქამდე, სანამ 6.1-ლიტრიანი V12 ძრავა McLaren F1-ში აღმოჩნდებოდა, ის პირველად პროტოტიპულ ავტომობილში გამოჩნდა. ეს მოდელი BMW e34 M5-ის უნივერსალი გახლდათ.

BMW-მ ერთადერთი გამოშვების M5-ის უნივერსალი ააწყო, რომელსაც 6.1 ლიტრიანი V12 ჰქონდა. მწარმოებელი ამ მოდელს ახლაც ფლობს. Top Gear-ის წამყვანი ქრის ჰარისი Collecting Cars-ის პოდკსტში დევიდ კლარკს ესაუბრა, რომელიც McLaren-ის სარბოლო და საგზაო ავტომობილების დირექტორი 1994-98 წლებში იყო.

საუბარში მან BMW M5 უნივერსალის ისტორია გაიხსენა, რომელიც მასიური V12-ით იყო აღჭურვილი. კლარკმა ისიც აღნიშნა, რომ ამ მოდელის მართვა მან თავადაც გამოსცადა.

„ეს შთამბეჭდავი რამ იყო“ - განაცხადა დევიდმა V12-იან M5-ზე. წარმოიდგინეთ, ამ მანქანას 627 ცხენის ძალა და 650 ნიუტონ მეტრი ჰქონდა. M5-ის ქარხნული ვერსიის სიმძლავრე კი 311 ცხენის ძალას და 360 ნიუტონ მეტრს შეადგენდა.

M5 უნივერსალის ეს პროტოტიპი მწარმოებლის საიდუმლო პროტოტიპთა კოლექციას ეკუთვნის. თუმცა, საჯაროდ ეს ავტომობილი ნაჩვენები არასდროს ყოფილა. თუმცა, დევიდის სიტყვების შემდეგ შესაძლოა BMW-მ ავტომობილი ფართო მასებისთვის გამოაჩინოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები