2035 წლიდან ბრიტანეთში შიგაწვის ძრავიანი ავტომობილების გაყიდვა აიკრძალება
ღია კონსულტაციების შემდეგ, ბრიტანეთის მთავრობამ ბენზინის, დიზელის და ჰიბრიდის მანქანების გაყიდვის შეწყვეტის თარიღი 2035 წლამდე გადაიტანა.
ონლაინ კონსულტაციები მაისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა კორონავირუსის გამო ისინი ივლისის ბოლომდე გაგრძელდება.
პრემიერ მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, 2050 წლისთვის ნახშირბადის გამოყოფა ნულამდე უნდა იქნას დაყვანილი. 2035 წლიდან, ან თუ შესაძლებელი იქნება უფრო ადრეც, ბენზინის და დიზელის ძრავიანი მანქანების გაყიდვა უნდა აიკრძალოს.
როგორც ჩანს, აკრძალვა ჰიბრიდებსა და ფლაგ-ინ ჰიბრიდებსაც შეეხება, რომლებიც, საწყისი გეგმის მიხედვით, ასაკრძალავ ავტომობილების რიცხვში არ იყო.
მთავრობის შეთავაზებებს სხვადასხვა სექტორის მხრიდან განსხვავებული გამოხმაურება მოჰყვა. ბრიტანეთში ფორდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის სტიუარტ როულის განცხადებით, შემოთავაზებები „ვერაფერი შეღავათია“.
მთავრობა დაახლოებითი თარიღების დასახელებას მოითხოვს, თუ როდის შეწყდება გაყიდვები. ისინი ითხოვენ, რომ ავტომწარმოებლებმა გაითვალისწინონ, როგორც მთავრობის მოთხოვნები და შეთავაზებები, ასევე გათვალონ, რა გავლენა ექნება ამ ფაქტს ინდუსტრიასა და საზოგადოებაზე.