£10 000 ღირებულების უიშვიათესი Alpina B10
Aa
Aa

£10 000 ღირებულების უიშვიათესი Alpina B10

გენიალური და იშვიათი Alpina B10 აუქციონზე გაიყიდება.

კლასიკური BMW-ების ფასი ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა. კლასიკური Alpina-ს? ამაზე საუბარიც არ ღირს. თუ კარგად მოძებნით, საყიდლად ხელმისაწვდომი მხოლოდ ერთი ან ორი იქნება.

დიდებული E28 B10 Anglia Car Auction-ზე 13 ივნისს გაიყიდება და მისი ფასი სულ რაღაც £10,000 - £12,000 იქნება.

დაბალ ფასს რამდენიმე მიზეზი განაპირობებს. ამ მანქანას 33 წლის განმავლობაში 514 990 კმ აქვს გავლილი. ეს შთამბეჭდავია. მანქანა ბიზნესმენ სერ ტომას კოუის ეკუთვნოდა, რომელსაც ის გარდაცვალებამდე, 2012 წლამდე ინახავდა.

სიის მიხედვით, მომსახურების წიგნაკში სერვისის მხოლოდ 50 ისტორიაა. 1988 წელს 2061კმ-დან დაიწყო და 2005 წელს 494961კმ-ზე დასრულდა. მანქანას სიძველის ნიშნები ეტყობა, თუმცა E28 B10 რამდენად შთამბეჭდავი იყო, ამას ფოტოებიც ასახავს.

ბრიტანეთისთვის მხოლოდ 25 მარჯვენასაჭიანი მოდელი შექმნეს. ეს მანქანა ერთ-ერთია იმ ცოტათაგან, რომელიც M535i-ს ბაზაზე შექმნეს.

შესანიშნავი Alpina მექანიკური გადაცემათა კოლოფით, M-Technic-ის დაკიდების სისტემით  და ბლოკირებული დიფერენციალითაა.

 

მსგავსი სიახლეები