Aa
Aa

სულთანს ავტომობილების მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კოლექცია აქვს

ეს კოლექცია გიჟურია.

კლასიკური ავტომობილების კოლექცია არაერთხელ გვინახავს, თუმცა, ასეთი შთამბეჭდავი არც ერთი. ეს კოლექცია 1000 ავტომობილს მოიცავს. მათი მფლობელი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი - სულთანია. სპორტული და კლასიკური ავტომობილები, სუპერქარები და ა.შ. ეს უფრო ოჯახის მემკვიდრეობაა, ვიდრე კოლექცია.

რა თქმა უნდა ამდენ ავტომობილში გამორჩეული მოდელებიც უნდა იყოს. კოლექციაში შედის რამდენიმე უიშვიათესი Ferrari F40, BMW Nazca M12 კონცეპტი, ნაცრისფერი Lamborghini Urraco, ორი Ferrari Mythos კონცეპტი და F50. როგორც ამბობენ, თუ სულთანს ავტომობილი მოეწონებოდა, ის ერთი ეგზემპლარით არ კმაყოფილდებოდა და შეეძლო ასობითაც კი შეეძინა.

სამწუხაროდ, ბოლო დროს სულთნის ოჯახს ეკონომიკური კრიზისი აქვს. ამიტომ, ამ კოლექციაზე ვეღარ ზრუნავენ. ავტოფარეხში კონდიციონერი და ის დაქირავებული ადამიანები აღარაა, რომლებიც ავტომობილებზე ზრუნვისთვის იყვნენ საჭირო. ზოგიერთი ავტომობილი აღმოსავლეთის სიცხემ დააზიანა. მათ ნაწილები უბრალოდ სიცხისგან დადნა. 18-წლიანი უმოძრაობის შემდეგ, იმედია, ეს ავტომობილები გზაზე დადგომას ისევ შეძლებს.

მსგავსი სიახლეები