აუქციონი, დაზიანებული მანქანა, ხანძარი, დოჯი, დოჯი ჩელენჯერი
Aa
Aa

რამდენს გადაიხდიდით „ჯოჯოხეთ გამოვლილ“ Dodge-ში? | ალბათ, ამ ფასს არა

„დაკუნთული“ და „ძლიერი“ ავტომობილების სამყაროში ცოტა მანქანამ თუ შეძლო და ისეთი აჟიოტაში გამოიწია, როგორიც Dodge Challenger SRT Demon 170-მა. ეს ავტომობილი, არამარტო ენთუზიასტების ოცნებად, არამედ კოლექციონერებისთვის აუცილებელ შესაძენ „ნივთადაც“ მალევე იქცა.

ეს კონკრეტული მოდელი კი, რომელსაც ახლა ფოტოზე ხედავთ, აუქციონზე ათიათასობით აშშ დოლარად იყიდება. ეს ფასი ნამდვილად შთამბეჭდავია, თუ ამ მოდელის მდგომარეობას და იმ ხანძრის მასშტაბებს შევაფასებთ, რომელშიც ის გაეხვა. ყველაზე კარგ მდგომარეობაში ალბათ უკანა მეოთხედი პანელია, რადგან საღებავი, მცირედით მაგრამ მაინც ჩანს. მინებიც საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია, თუმცა სალონი... ყველაზე შოკისმომგვრეული სწორედ სალონია.

ზედაპირის ნაწილზე Dodge-ის ქარხნული ნაწილები ჯერ კიდევ შერჩენილია. მათ შორის წინა სავარძელი, საჭე და გადაცემათა კოლოფი. როგორც ჩანს, ხანძარმა სალონი საერთოდ არ დააზიანა. თუმცა, შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყოს, რომ აუქციონის სახლის თანახმად, ეს მანქანა მუშაობს და მისი მართვაც შესაძლებელია.

ამ მომენტისთვის, განადგურებული Dodge-ის ფასი $70 000-ს აღწებს. რაც დაახლოებით ამ მოდელის საწყისი ღირებულების ნახევარია. თანაც გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ მომენტისთვის მანქანას 50 კილომეტრიც კი არ აქვს გავლილი. ასე, რომ გამორიცხული არაა, Dodge უახლოეს მომავალში, რომელიმე YouTube არხის პროექტში ვიხილოთ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები