ეს Ram-ი ერთი ძალიან დიდი და ცნობილი მამაკაცისთვის შეიქმნა | გამოიცნობთ მის ვინაობას?
რა თქმა უნდა, ამ Ram-ის მფლობელი ერთადერთი და განუმეორებელი შაკილ ო’ნილია. მისი ავტომობილების კოლექციას თუ გაიხსენებთ, ეს ნამდვილად არ გაგაკვირვებთ. NBA-ს ყოფილ ვარსკვლავს უნიკალური, შეკვეთით დამზადებული მანქანების მზარდი კოლექცია აქვს, რომლებიც მის პროპორციებსა და გემოვნებაზეა მორგებული.
გასულ წელს, შაკილ ო’ნილმა West Coast Customs-ს უნიკალური Lucid Air Coupe-ის აწყობა დაავალა, რომელიც მისი 2.16 მეტრის სიმაღლის შესაბამისად იყო მოდიფიცირებული. ახლა კი მან თავის ავტოფარეხს კიდევ ერთი გამორჩეული მოდელი შემატა: Ram 1500 TRX, რომელიც მისი სურვილებისამებრ გადაკეთდა.
ო’ნილმა, V8-ძრავიანი პიკაპი Apocalypse 6×6-ის, Traffic Jams Motorsports-ისა და Effortless Motors-ის გუნდებთან ერთად გადააკეთა და „სუპერ სატვირთოც“ შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ Apocalypse-ისგან 6×6 Ram 1500 TRX-ის შეძენა შესაძლებელია, ო’ნილმა, პიკაპი ოთხბორბლიანი ავტომობილის სახით შეინარჩუნა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მან მოდელი ხელუხლებლად დატოვა.
პიკაპი გარეგნულად თითქმის სრულად შეცვლილია. Apocalypse 6×6-მა თავისი ტრადიციული ახალი მაშუქებიც დაამატა და სპეციალიზებული ჩხაურიც, ასევე განაახლა პანელების მეოთხედი და Ram-ის ყოველი მეორე კვადრატული სანტიმეტრი. შედეგი, მართლაც შთამბეჭდავია.
შაკის ახალი Ram-ი განსხვავებული ინტერიერითაც გამოირჩევა. თითქმის ყველა დეტალი, სალონში, მიუთითებს, რომ ეს მოდელი სპეციალურად NBA-ის ლეგენდისთვისაა შექმნილი. სალონი კაშკაშა წითელი ტყავით არის მოპირკეთებული და აქვს Rolls-Royce-ის შთაგონებით შექმნილი Starlight-ის სახურავი. იუთუბერის, Mr.Gotdamnit-ის თქმით, პიკაპის ღირებულება $3.5 მილიონია.