მოდიფიცირება, ლე მანის 24 საათი, პაგანი, უნიკალური ავტომობილი, პაგანი უტოპია
Aa
Aa

ინსპირაცია „ლე-მანის 24 საათიდან“ | უნიკალური Pagani Utopia The Coyote

Pagani Automobili-მ Utopia-ს, სავარაუდოდ, ყველაზე შთამბეჭდავი სპეციფიკაცია წარმოგვიდგინა, რომელიც ერთი განსაკუთრებული მომხმარებლის წყალობით არსებობს. უნიკალურ მოდელს The Coyote ჰქვია და გამძლეობის რბოლებითაა შთაგონებული. სწორედ ამ მიზეზით კი, სარბოლო ნაწიბურებიც თან ახლავს.

უნიკალური მოდელის დიზაინი Martini Racing-ს მოგვაგონებს. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ხელოვნური ნაკაწრებია, რომლებიც თითქოს ლე-მანის მსგავსად დამქანცველი 24-საათიანი რბოლის დროს გაჩნდა. ნაწიბურები ბორბლების თაღების გარშემო, სპლიტერზე, გვერდითა კალთებსა და უკანა ბამპერზეა და მათ მიღმა, საღებავის მრავალი ფენის ქვეშ დამალული Utopia-ს კარბონის ძარა ჩანს.

დიზაინის დამახასიათებელი სპეციფიკაციები სალონში ლურჯი ტყავითა და თეთრი ნაკერებით გრძელდება. სავარძლებს წითელი და ფირუზისფერი ჩანართები აქვს, გადაცემათა კოლოფის სახელურზე შესაბამისი ზოლებით.

სხვა შემთხვევაში, Utopia ქარხნულ მდგომარეობაშია შენარჩუნებული. მოდელი 6-ლიტრიანი V12 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 852 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. როგორც ინტერიერის ფოტოებიდან ჩანს, ძრავიდან წამოსული სიმძლავრე უკანა ბორბლებზე შვიდსიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფის საშუალებით ნაწილდება. ეს კი, ავტომატიკასთან შედარებით, კოლექციონერებისთვის უფრო სასურველია.

კომპანიის თქმით, ეს მფლობელის მესამე Pagani-ა, რაც ადასტურებს, რომ ის ავტომწარმოებლის კლიენტურის ელიტური წევრია. Pagani-ს ამ ვერსიის მოდიფიკაციის ღირებულება არ გაუსაჯაროებია, თუმცა მსგავსი ნამუშევრები იაფი არასდროს ჯდება.

„სტანდარტული“ Utopia-ს ფასი 2.19 მილიონი აშშ დოლარიდან იწყება. ავტომწარმოებელმა 99 ეგზემპლარი ჰიპერმანქანის დებიუტამდეც კი გაიყიდა. მათთვის კი, ვისაც ჯერ კიდევ სურს მანქანის შეძენა, Utopia Roadster-ის 130 ეგზემპლარი შესაძლოა ჯერ კიდევ ხელმისაწვდომი იყოს, თუმცა მათი საწყისი ფასი გადასახადების ჩათვლის გარეშე 3.4 მილიონი დოლარია.

 

მსგავსი სიახლეები