პორშე 911, პორშე, პორშე 911 ჯითი3 არესი, დუა ლიპა
Aa
Aa

ეს სარბოლო Porsche დუა ლიპამ თავად შექმნა | გაიცანით, Dua Lipa Rennstall Porsche 911 GT3 RS

გრემის სამგზის მფლობელმა, დუა ლიპამ, რომელიც ამჟამად მსოფლიო ტურნეზე იმყოფება, ახალი, განსაკუთრებული და უნიკალური Porsche 911 GT3 RS წარადგინა. როგორც ჩანს, სუპერმანქანების „გალამაზება“ დუასაც უყვარს და ისიც აღმოჩნდა, რომ მომღერალი სპორტული ავტომობილების სპეციფიკაციაშიც საკმაოდ კარგად ერკვევა. დუამ, რეალურად, ეს მოდელი საკუთარი დიზაინით ააწყო.

თქვენ წინაშე Dua Lipa Rennstall Porsche 911 GT3 RS-ია. Rennstall-ს, სახელწოდებას, სარბოლო თემატიკა ნამდვილად აქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დუა ლიპა მომავალში ლე მანის 24-საათიან რბოლებში მიიღებს მონაწილეობას. მაგრამ ფაქტია, ეს მოდელი რბოლებსაც მოუხდება.

სინამდვილეში, ეს კონკრეტული GT3 RS ახლა RM Sotheby's-ის აუქციონზეა გამოტანილი, ხოლო გაყიდვიდან შემოსული თანხა დუა ლიპას საქველმოქმედო ორგანიზაციას, Sunny Hill Foundation-ს გადაეცემა. ფონდი კოსოვოს საკითხებზე მუშაობს და ხელოვნებისა და კულტურის მიმართულებით საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა.

RM Sotheby’s-ის შეფასებით, ეს რეტრო მოდელი „დუა ლიპას სცენური სტილისა და შესრულების დამახასიათებელი ენერგიულობის იდეალური განსახიერებაა“. ავტომობილი მაისში, მონაკოს გრან-პრიზე წარადგინეს, ცოტა ხნის წინ კი, გუდვილის სიჩქარის ფესტივალზეც გამოჩნდა. ცნობისთვის, დუა ლიპა 2023 წლიდან Porsche-ს ელჩია.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები