Aa
Aa

საავტომობილო შეკრებაზე ახალი Toyota Supra თავის გამოჩენას შეეწირა

ნახეთ რა ხდება მაშინ, როდესაც ავტომობილის კონტროლი მძღოლის შესაძლებლობებს აღემატება.

როგორც ზემოთ მიბმულ ვიდეოში ხედავთ, Supra კონტროლს სრულად კარგავს, ცურდება და ცარიელ ქუჩაში (საბედნიეროდ) ტრიალებს. ავტომობილი საბოლოოდ ბორცვს დაეჯახა. დადასტურება არ სჭირდება იმას, რომ მანქანა დარტყმის შემდეგ მნიშვნელოვნად დაზიანდა.

თავდაპირველი „პოსტის“ მიხედვით, ეს ახალთახალი Toyota Supra იყო, რომლითაც თავის გამოჩენა ახალგაზრდა მძღოლმა გადაწყვიტა. საკმაოდ მახვილ მოსახვევში, აჩქარების სატერფულზე ფეხის ბოლომდე დაჭერამ ავტომობილს კონტროლი დააკარგინა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, Supra სადილეროს მანქანა გახლდათ, ხოლო ახალგაზრდა ავტომობილს თავის საკუთრებად ასაღებდა. სავარაუდოდ, დამტვრეული Supra ჩამოიწერება.

ამ ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, თუმცა ერთი რამ ფაქტია - მეტიჩრობა ხშირად მთავრდება ხოლმე ასე. თავის გამოჩენას დიდი პასუხისმგებლობა და გამოცდილება სჭირდება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ავტობილის შესაძლებლობები ჩვენს კონტროლს აღემატება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები