ბრიტანეთის პოლიციამ გიორგი მამარდაშვილი საჭესთან მობილურით სარგებლობისთვის დააჯარიმა
საქართველოს ნაკრებისა და „ლივერპულის“ მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ჩეშირის პოლიციამ გზატკეცილზე გადაადგილებისას საჭესთან მობილურით სარგებლობისთვის დააჯარიმა.
სამართალდამცველთა ცნობით, 25 წლის სპორტსმენი Audi-ს საჭესთან სმარტფონით სარგებლობდა. პოლიციის ცნობით, ინციდენტი 27 იანვარს მოხდა და მამარდაშვილი 440 გირვანქა სტერლინგით დაჯარიმდა. ასევე, დაევალა სასამართლო ხარჯების დაფარვა და მართვის მოწმობიდან 6 ქულაც დააკლდა.
„როცა შავ Audi-ს მე-3 ზოლიდან ჩავუარე, შევამჩნიე, რომ ის მოძრაობას მე-2 ზოლში აგრძელებდა, როცა 1-ელი ზოლი თავისუფალი იყო. ამან ჩემი ყურადღება მიიქცია, რის შემდეგაც შევნიშნე, რომ მძღოლს ხელში ჩართული მობილური ტელეფონი ეჭირა და და ვიდეოს უყურებდა. როგორც კი შეჩერება უსაფრთხოდ ჩავთვალე, მოვუწოდე მძღოლს, გადაეყენებინა ავტომობილი“ — განაცხადა ოფიცერმა.
ქართველმა მეკარემ ამ სეზონში „ლივერპულის“ მაისურით 20 შეხვედრა გამართა, რომელთაგან 3-ში კარის მშრალად შენახვა შეძლო.