ნახეთ როგორ ეჯახება უზარმაზარი ტურბინის გადამტან სატვირთოს მატარებელი
საბედნიეროდ, უბედურ შემთხვევას ყველა გადაურჩა.
უნაგირა საწევარის მართვა ადვილი არ არის. ზედმეტად დიდი ტვირთვის გადატანა კი უფრო დიდი გამოწვევაა. ხოლო მაშინ, როდესაც უკიდურესად გრძელი ქარის ტურბინის ფრთა გადაგაქვს, რომლის მოხვევისთვისაც ფეხბურთის სტადიონის ზომის ადგილია საჭირო, მძღოლის უნარები წარმოსახვას უნდა სცდებოდეს. ასეთი უნარების მიუხედავად, ეს სატვირთო რკინიგზის რელსებზე მაშინ გაიჭედა, როდესაც მატარებელს უნდა გამოევლო.
ეს კოშმარული სიტუაცია 29 აგვისტოს, ტექსასის პატარა ქალაქში, ლულინგში შეიქმნა. უნაგირა საწევარას ტურბინის ერთი ფრთა გადაჰქონდა, როდესაც მოხვევა რელსების გადაკვეთით უნდა შეესრულებინა.
როგორც ჩანს, სატვირთოსთვის გზა დროულად არ განთავისუფლდა, რამაც მოქნილობის პრობლემა წარმოშვა. მატარებლის დანახვის შემდეგ კი სატვირთოს მძღოლმა მანქანა დაძრა. როგორც ჩანს, ტურბინის ფრთის განადგურებას მან მცირედი დაზიანებები არჩია. თუმცა, ეს ყველაფერი გვიანი აღმოჩნდა. მნიშვნელოვანი დაზიანება არა მხოლოდ ფრთასა და სატვირთოს, არამედ მატარებელსაც მიადგა.
გაურვეველია თუ რატომ გადაადგილდება ზედმეტად დიდი დატვირთვის მქონე სატვირთო ასეთი მარშრუტზე. ასეთი რთული სახის გადაზიდვებს გასავლელ გზას წინასწარ უგეგმავენ. აუცილებელია, რომ მათი გადაადგილება გათვლილი და ბარიერებისგან თავისუფალი იყოს. შესაბამისად, რკინიგზის განრიგების შესახებ გადამზიდ კომპანიას ინფორმაცია აუცილებლად უნდა ჰქონოდა. ზარალი ნამდვილად დიდია, თუმცა, სასიხარულოა რომ ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.