იტალიას სურს, რომ Ferrari და Lamborghini შიგაწვის ძრავების აკრძალვას არ დაემორჩილოს
Aa
Aa

იტალიას სურს, რომ Ferrari და Lamborghini შიგაწვის ძრავების აკრძალვას არ დაემორჩილოს

იტალიას ჯერა, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია.

რამდენიმე კვირის წინ კალიფორნიაში Lamborghini-მ Countach-ის ახალი,  $2.6 მილიონი ღირებულების ვერსია წარმოგვიდგინა. მთავარი განსხვავება ლეგენდარულ მოდელსა და ახალს შორის ის არის, რომ 2022 წლის მოდელი ელექტრიფიცირებულია.

თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კომპანია ბოლომდე ელექტრო აგრეგატებში გადაშვებას აპირებს. V12 ძრავებზე უარის თქმას არ აპირებს. იტალიის მთავრობას ინიციატივა აქვს იმის თაობაზე, რომ Ferrari-სა და Lamborghini-ს მსგავსი ავტომწარმოებლები 2035 წლისთვის შიგაწვისძრავიანი ავტომობილების აკრძალვის მსხვერპლი არ უნდა გახდეს.

Bloomberg TV-სთან ინტერვიუს დროს ეკოლოგიური გადაადგილების მინისტრმა რობერტო სინგოლანიმ განაცხადა, რომ მათ გამონაბოლქვის მინიმუმამდე შემცირება სურთ, მაგრამ ისეთი ავტომწარმოებლები, რომელიც შეზღუდული რაოდენობის სუპერქარებს აწარმოებს, შესაძლოა, ამ შეზღუდვებს არ დაუპირისპირდნენ.

Lamborghini-მ გადაწყვიტა, რომ გამონაბოლქვი 2025 წლისთვის 50%-ით შეამციროს. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ კომპანია ფლაგ ინ ჰიბრიდებზე იქნება ორიენტირებული. Ferrari კი თავისი პირველი სრულიად ელექტრო ავტომობილის გამოშვებას 2025 წლისთვის გეგმავს.

თებერვალში Ford-მა განაცხადა, რომ 2030 წლისთვის ისინი სრულიად ელექტრო ავტომობილების ხაზს შემოგვთავაზებენ. სინგოლანი დარწმუნებულია, რომ სუპერქარების მწარმოებლებისთვის გარკვეული შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია.

„დღეს უკვე ელექტრო ავტომობილებზე გადასვლის შესახებ ცნობიერება საკმაოდ ამაღლებულია. საუკუნის მნიშვნელობის ცვლილებისთვის, ეს პრობლემა არ უნდა იყოს“, - ამბობს სინგოლანი.

მსგავსი სიახლეები