Aa
Aa

Porsche Taycan-ისთვის ღრმა წყალი დაბრკოლება არაა

ელექტრო ავტომობილები დიდ წყალს კარგად უმკლავდება.

ერთ-ერთ Youtube არხზე ვიდეო გამოქვეყნა, რომელშიც ჩანს, როგორ კვეთს წყალს ჩინეთში Porsche Taycan-ი. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ვხედავთ როგორ კვეთს ღრმა წყალს ელექტრო ავტომობილი.

ზოგჯერ ელექტრო ავტომობილები წყალს უკეთ უმკლავდება, ვიდრე შიგაწვისძრავიანები. ეს იმიტომ, რომ მათ ძრავის გამაგრილებელი ჰაერშემწოვები არ აქვთ, რადგან ტრადიციული ძრავაც არ აქვთ.

როგორც ვიდეოში ხედავთ, წყლის დონე სულ უფრო იმატებს. შიგაწვისძრავიანი ავტომობილები გაჩერდა. ან მძღოლებს ცუდი პირობების შეეშინდათ, ან ავტომობილები უკვე გაფუჭდა.

Taycan-ის მძღოლი შეჩერებას არ აპირებს. ილონ მასკმა ხომ თქვა, რომ ელექტრო ავტომობილებს კატერივით მოქმედება შეუძლია.

თუმცა, ასეთ წყალში სიარული არც ერთ შემთხვევაში არაა კარგი იდეა. საბედნიეროდ, მძღოლიც და ავტომობილიც ამ შეხთხვევას უვნებლად გადაურჩა.

მსგავსი სიახლეები