რადიო, ავტორადიო, მოტოროლა, Motorola, philips, studebaker, აუტოსტერეო
Aa
Aa

პირველი საავტომობილო რადიო

ავტომობილში მოთავსებისას უსაფრთხოების ღვედის მორგების შემდეგ ყველაზე ხშირად რადიოს ვეძებთ. მანქანის მართვისას მისი მოსმენა ყველაზე სასიამოვნო რამ არის.

პოლ და ჟოზეფ გალვინები ის გამომგონებლები იყვნენ, რომლებიც „სამოგზაურო რადიოების“ შექმნაზე იყვნენ ადაპტირებულები. 1930 წელს მოახერხეს და დაამზადეს ავტო რადიო, რომლის გაბარიტებიც საკმაოდ დიდი იყო. გალვინებმა თავის კომპანიას Motorola უწოდეს. ეს ის „მოტოროლაა“ დღესაც რომ არსებობს.

რადიოს არხებს საჭეზე განთავსებული "კონტროლერი" მართავდა, ხოლო ბატარეები ისეთი დიდი მოცულობის იყო, რომ მისი განთავსება მხოლოდ სავარძლების ქვეშ იყო შესაძლებელი. ძმებმა რადიო პირველად Studebaker-ში დაამონტაჟეს. მისი ღირებულება საკმაოდ დიდი იყო. ავტომობილს ყიდულობდით 500 დოლარად ($8000-მდე თანამედროვე ექვივალენტით) და Motorola-ს რადიოში 130 დოლარს იხდიდით ($2000-მდე თანამედროვე ექვივალენტით).

წარმოდგენის შესაქმნელად გეტყვით იმასაც, რომ 1937 წელს Philips-ის ავტო რადიო 24 კილოგრამს იწონიდა და ავტომობილის ინტერიერში 8 ლიტრის მოცულობას იკავებდა.

მსგავსი სიახლეები