ავტომობილი იძირება, ქალი კი სელფს იღებს
Aa
Aa

ავტომობილი იძირება, ქალი კი სელფს იღებს

სელფის გადაღება სულ უფრო საშიში საქმიანობა ხდება.

წელს ცივი ზამთარი გვაქვს. გზები გაყინულია. თანაც, ყინულიან მდინარეზე გავლა კარგი იდეა არასდროსაა. განსაკუთრებით მაშინ, თუ ამას სამხრეთ ონტარიოში Scion tC-ით აკეთებ. კარგი სელფის გადაღება კი ამ ბოლო დროს ერთგვარ სპორტად იქცა.

თვითმხილველებმა დაინახეს, როგორ მიდიოდა მდინარე რიდოზე tC. შემდეგ ვიწრო სექციას მოუახლოვდა, სადაც ყინული შედარებით თხელი იყო. მძღოლი სახურავზე აძვრა და არც მეტი, არც ნაკლები, სელფის გადაღება გადაწყვიტა, სანამ მანქანა იძირებოდა.

მძღოლი იდენტიფიცირებული არ არის. მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ის ქალია და საშიში მართვადობისთვის დააჯარიმეს. ის ადგილობრივებმა კაიაკის და თოკის გამოყენებით გადაარჩინეს. თუმცა , უცნაური ისტორია აქ არ სრულდება. თვითმხილველის მონათხრობით, ქალი ამბობდა, რომ უბრალოდ ერთობოდა და ამას კიდევ ერთხელ სიამოვნებით გააკეთებდა. ავტომობილის მდინარეში ჩაძირვა და სიკვდილისთვის თვალებში ყურება წესით არც ისე სახალისო უნდა იყოს.

ალბათ, იმის თქმა საჭირო არაა, რომ ეს სახლში არ უნდა გაიმეოროთ. განსაკუთრებით იქ, სადაც მდინარის სწრაფი დინებაა და ყინული უფრო თხელია.

მსგავსი სიახლეები