Oshkosh Defense-მა ახალი ელექტრო-ჰიბრიდული ავტომობილი წარადგინა
General Motors-ი ერთადერთი კომპანია არ არის, რომელიც სამხედრო დანიშნულების ელექტრო მანქანებზე მუშაობს. Oshkosh Defense-მა ახალი შეჯავშნული ელექტრო მანქანა შექმნა.
პირველი „წყნარი ელექტრო-ჰიბრიდული“ ტაქტიკური ავტომობილი აშშ-ს არმიას და საზღვაო კორპუსს ზუსტად ისეთ დაცვას სთვაზობს, როგორსაც სტანდარტული JLTV-ით ითავაზება. თუმცა, ახალ მოდელს დამატებით სხვა სარგებელიც ექნება, მაგალითად საწვავის 20%-ით გაუმჯობესებული ეკონომია.
Oshkosh Defense-ს დეტალები არ გაუსაჯაროებია, მაგრამ თქვეს, რომ eJLTV-ი 30კვტ.სთ-იანი ბატარეებით არის აღჭურვილი. ტექნოლოგია ავტომობილს „წყნარი გადაადგილებისთვის“ ეხმარება, რაც საკმაოდ ბევრს ნიშნავს. ლითიუმ-იონური ბატარეა მაშინ იმუხტება, როდესაც დიზელის ძრავა ირთვება. შესაბამისად, შეჯავნული ავტომობილის დამუხტვას შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ სჭირდება.
საწვავის ეკონომიურობის გაუმჯობესებასთან ერთად, eJLTV-ს მობილურ ელექტროგენერატორს 115კვტ-იანი სიმძლავრის მხარდაჭერა შეეძლება. სადაზვერვო მისიებისთვის კი ეს დიდი სარგებელია.
აშშ-ს არმიას ჯერ ელექტრო-ჰიბრიდული JLTV-ი არ შეუკვეთავს. კომპანიის პრეზიდენტი, ჯონ ბრაიანტი კი აღნიშნავს, რომ მათი უახლესი ნაწარმი დამატებით შესაძლებლობებს ყოველგვარი უარყოფითი მხარეების გარეშე აჩენს, რაც საბრძოლო ოპერაციებისთვის უმნიშვნელოვანესია.
Oshkosh Defense-მა აშშ-ს არმიის ყურადღება უკვე მიიპყრო. კომპანიასთან ამჟამად 6.5 მილიარდ დოლარიანი კონტრაქტია გაფორმებული, რომელიც 15 468 ერთეულ JLTV-ს მიწოდებას მოიცავს.
ამ შეჯავშნული სამხედრო ავტომობილის შესაძლებლობებს კი ზემოთ მიბმული ვიდეოთი შეგიძლიათ გაეცნოთ.