ავტოსპორტი, ბრიტანეთი, სარბოლო მანქანა, ვ8, ატმოსფერული ძრავა, კარბონი, ჯინეტა, აკულა
Aa
Aa

სიახლე ბრიტანეთიდან - Akula-ს წარმოება წელს დაიწყება

ეს არის Ginetta Akula - სრულიად ახალი ჰიპერმანქანა, რომელიც ბრიტანული კომპანიის ამჟამინდელი მფლობელის, ლოურენს ტომლინსონის მიერ ორი ათწლეულის მფლობელობის აღსანიშნავად შეიქმნა. თუ ის უკვე იცანით, ეს იმიტომ, რომ თავდაპირველად კონცეფციის სახით 2019 წელს წარადგინეს. თუმცა, ახლა ის წარმოებაში შედის. დაგეგმილია მხოლოდ ოცი ეგზემპლარი და მისი ღირებულება 275 000 ფუნტი სტერლინგი იქნება.

Ginetta Akula - Secret Classics

მოგეხსენებათ, რომ Ginetta ყოველთვის სარბოლო ბოლიდებს აწარმოებდა, შესაბამისად ავტომობილის დიზაინს ფუნქციური დატვირთვა აქვს. ძარის ყველა დეტალი აეროდინამიკურ გვირაბშია გატესტილი. Akula-ს სხეულს უამრავი ხრიკი აქვს, რაც მაღალ სიჩქარეზე საფართან უკეთეს მოჭიდებას უზრუნველყოფს. ავტომობილის ძარის საყრდენი წერტილები და კაბინა კარბონისგანაა დამზადებული. Ginetta Akula-ს პროექტირებისას ისეთი მნიშვნელოვანი დეტალიც კი გათვალისწინებულია, როგორიც მშრალი ამორტიზატორების რეგულირებაა. აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ Akula-ს წონის უკეთესი გადანაწილებისთვის ძრავაც და დიფერენციალიც კი ძარის ცენტრში აქვს მოთავსებული, ხოლო ავტომობილი საბოლოოდ 1190 კილოგრამს იწონის.

Ginetta Akula debuts at Geneva International Motor Show | Automotive  Powertrain Technology International

ნამდვილი სუპერქარი მძლავრი აგრეგატების გარეშე ვის უნახავს?! სწორედ ამიტომ Ginetta Akula ატმოსფერული 8-ცილინდრიანი 6.4-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 600 ცხენის ძალას და 670 ნიუტონს გამოიმუშავებს. ამ აგრეგატს ყველა ცილინდრზე დამოუკიდებელი დროსელები აქვს. გაგიკვირდებათ და Akula-s Ginetta-ს მიერ წარმოებული ძრავა აქვს, რითაც კომპანია ძალიან ამაყოფს. აღნიშნული მოდელი 6-სიჩქარიანი მექანიკური და 7-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფებითაა აღჭურვილი. საკმარისია მის ინტერიერში ჩაიხედოთ და მაშინვე მიხვდებით, რომ საქმე სარბოლო ტრეკიდან გამოქცეულ ურჩხულთან გაქვთ. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ Ginetta-ს 100-მდე აჩქარება სულ რაღაც 2.9 წამში შეუძლია.

Ginetta Akula supercar still in development despite "uncertain period" |  Autocar

Ginetta Akula-ს წარმოების დაწყება წელს არის დაგეგმილი და სულ რაღაც 20 ერთეულის შექმნას გულისხმობს. პირველ მოდელს ვერავინ იყიდის, რადგან ის უკვე თვით კომპანიის მეპატრონეს, ჩვენს მიერ ნახსენებ ლოურენს ტომლინსონს ეკუთვნის.

 

მსგავსი სიახლეები