ავტოსპორტი, მსოფლიო ავტოსპ., რალი, წყალბადის ძრავა, ტოიოტა, რალის მსოფლიო ჩემპიონატი, კანკუნენი, იუჰა, ფინეთის რალი
Aa
Aa

Toyota-ს მორიგი მცდელობა - წყალბადზე მომუშავე რალის ბოლიდი

Toyota-მ GR Yaris Rally2 H2 კონცეპტუალური ავტომობილის გამოშვებით, წყალბადის საწვავზე მომუშავე ავტომობილით სპორტის უმაღლეს დონეზე წარმართვისკენ შემდეგი ნაბიჯი გადადგა. წყალბადზე მომუშავე ავტომობილის დემონსტრირება ფინეთის რალიზე იგეგმება, რომელიც 31 ივლისს გაიმართება. არნიშნული ავტომობილი GR Yaris Rally 2-ზეა დაფუძნებული, რომელიც  შეკუმშული წყალბადით მომუშავე შიგა წვის ძრავითაა აღჭურვილი - კონცეფცია, რომელიც უზრუნველყოფს შემცირებულ გამონაბოლქვს და ამავდროულად ინარჩუნებს ტრადიციული შიგა წვის ძრავის მახასიათებლებს, მათ შორის ძრავის ხმასაც.

Toyota GR Yaris H2: hydrogen hot hatch shown in action | Autocar

Toyota უკვე რამდენიმე წელია, რაც ავტოსპორტში წყალბადის ენერგიას ავითარებს. ის იაპონიაში Super Taikyu-ს წრიული რბოლების სერიაში წყალბადის საწვავით მომუშავე Corolla-სთან ერთად მონაწილეობდა, მათ შორის WRC-ის გუნდის ლიდერის, იარი-მატი ლატვალას ხელმძღვანელობით. მან ექსპერიმენტული GR Yaris H2 შეიმუშავა, რომელიც საგზაო ავტომობილზეა დაფუძნებული. ეს ავტომობილი აკიო ტოიოდამ და ჯუჰა კანკუნენმა 2022 წელს იპრესის რალიზე გამოსცადეს.

TOYOTA GAZOO Racing WRT on X:

უახლესი Yaris GR WRC H2-ის კონცეპტუალური ავტომობილი Toyota Gazoo Racing World Rally Team-მა შეიმუშავა. იგი იუვიასკილაში მდებარე ბაზაზე შექმნეს და ადგილობრივ გრუნტის საფარზეა გამოცდილი. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ფინეთის რალის ორ სპეც მონაკვეთზე, წყალბადზე მომუშავე ბოლიდით 4 გზის მსოფლიო რალის ჩემპიონი, ლეგენდარული იუჰა კანკუნენი მიიღებს მონაწილეობას.

მსგავსი სიახლეები