ავარია, ელექტრომობილი, ტესლა საიბერთრაქი, ლამბორგინი ურუსი
Aa
Aa

Cybertruck-მა, სავარაუდოდ, Lambo-სთან რბოლისას ცხრა ავტომობილი შეიწირა

გავრცელებული ინფორმაციით, Tesla Cybertruck-ი და Lamborghini Urus-ი მაიამიში, ერთ-ერთი ქუჩაზე გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც ელექტრომობილი არა ერთ, არამედ ცხრა გაჩერებულ ავტომობილს შეეჯახა. ზუსტი ინფორმაცია ავარიის შესახებ არ არსებობს, თუმცა როგორც თვითმხილველები აცხადებენ Cybertruck-ი Lambo-სთან რბოლაში ჩაერთო და იქვე მდგომი მანქანები შეიწირა.

მიუხედავად იმისა, რომ გამომწვევ მიზეზთან დაკავშირებით დასაბუთებით არაფრის თქმა შეგვიძლია, ერთი რამ მაინც ფაქტია: Cybertruck-ს დიდი ზიანის მიყენება შეუძლია. ავარია კვირა დილით, შუაღამის შემდეგ მოხდა. Google Street View-დან ჩანს, რომ გზა შედარებით ვიწროა და მანქანები ცალმხრივი ქუჩის ორივე მხარეს არიან გაჩერებულები.

View this post on Instagram

A post shared by ONLY in DADE (@onlyindade)

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოებში მხოლოდ ელექტრომობილის მიერ მიყენებული ზიანი ჩანს. Only In Dade-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში მარჯვენა მხარეს მდგომი, დაზიანებული მანქანები ჩანს. რიგის დასაწყისში Toyota Corolla-ა, ასევე Kia Sportage, რომლის უკანა ნაწილი ფაქტობრივად განადგურებულია. ვიდეოში Cybertruck-იც ჩანს, ფირუზისფერი ბორბლებით, თუმცა უცნობია რატომ დაკარგა მისმა მძღოლმა საჭეზე კონტროლი.  

დაზიანებული Suzuki-ს მფლობელის განცხადებით, Cybertruck-ი ავარიამდე Urus-ს ეჯიბრებოდა, თუმცა საჭე ვერ დაიმორჩილა და დაპარკინგებულ ყველა მანქანას შეეჯახა. ამ ეტაპზე, სამართალდამცველებს მომხდარის შესახებ განცხადება არ გაუკეთებიათ. რაც მთავარია, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

მსგავსი სიახლეები