Alfa Romeo-ს ახალი SUV-ი - 2023 წლის Tonale-ს ფასი 30 000$-დან დაიწყება
Aa
Aa

Alfa Romeo-ს ახალი SUV-ი - 2023 წლის Tonale-ს ფასი 30 000$-დან დაიწყება

ავტომობილი ამავე ზომის პრემიუმ კლასის SUV-ებს გაუწევს კონკურენციას.

Alfa Romeo-ს ახალი SUV-ის წარდგენას უამრავი ავტომოყვარული ელოდა. Tonale 2023 წელს გამოვა და მისი ფასი 30 000$-დან დაიწყება. ყველაზე ძვირადღირებული კომპლექტაცია კი 50 000$-ზე მეტი დაგიჯდებათ.

აშშ-ში Tonale სამ ვერსიად იქნება ხელმისაწვდომი. ყველაზე დაბალი კომპლექტაციის მოდელს Sprint-ი ეწოდება, რომელიც 2.0-ლიტრიანი ტურბინიანი 4-ცილინდრიანი აგრეგატითაა აღჭურვილი. ის 256 ცხენის ძალასა და 400 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ძრავა 9-სიჩქარიან ავტომატურ კოლოფთან იქნება დაკავშირებული, რომელიც სიმძლავრეს ოთხივე ბორბალზე გაანაწილებს.

საშუალო დონის კომპლექტაციის სახელი Ti გახლავთ. ვერსია იმავე 2.0-ლიტრიანი აგრეგატით იქნება აღჭურვილი, თუმცა, მსურველები “ფლაგ-ინ“ ვერსიის არჩევასაც შეძლებენ. ასეთი ვერსია 1.3-ლიტრიანი ტურბინიანი ძრავით იქნება წარმოდგენილი, რომელიც 6-სიჩქარიან კოლოფთან იქნება დაწყვილებული. უკანა ღერძზე კი ელექტრო ძრავა განთავსდება. ეს მოწყობა ჯამში 272 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

„ფლაგ-ინ“ ჰიბრიდი 15.5-კილოვატსაათიან ლითიუმ-იონურ ბატარეას იყენებს. მოდელი სრული დამუხტვით 45კმ-ს დაფარავს. სწრაფი დამმუხტველის მეშვეობით კი 0-დან 100%-მდე შევსებას 2.5 საათი დასჭირდება.

ყველაზე მაღალი კომპლექტაცია Veloce-ს სახელის გამოვა. ის მხოლოდ „ფლაგ-ინი“ იქნება.

Tonale-ს ყველა ვერსია LED-ი მაშუქებით, მძღოლის დამხმარე ტექნოლოგიებით, 10.25-დუიმიანი ეკრანითა და 12.3-დუიმიანი მაჩვენებელთა დაფით სტანდარტულად იქნება აღჭურვილი. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლებს საკმაოდ კარგი პაკეტის შეძენა ხელმისაწვდომ ფასად შეეძლებათ.

როგორ მოგწონთ Alfa-ს ახალი ნაწარმი? შეიძენდით მას? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები