90-იანები, ფორდი, ფორდ ესკორტი ერესი, ცხელი ჰეჩბეკი, ერ ეს 2000, ესკორტი
Aa
Aa

ცხელი ჰეჩბექი Ford-ის წარსულიდან

„ლურჯი ოვალის“ ისტორიაში ძალიან ბევრი წარმატებული მოდელი არსებობს. ეს როგორც სამოქალაქო ვერსიებს, აგრეთვე სპორტულ მოდელებსაც თანაბრად ეხება. Ford-მა ყოველვთის იცოდა, თუ როგორ უნდა შეერჩია კონკრეტული დანიშნულებისთვის შესაბამისი ავტომობილი. ამ კომპანიის სახელზე უამრავი სამაგალითო მოდელი არსებობს, რომელიც ისტორიას სამუდამოდ დარჩება.

 Ford Escort rs2000 mk5 For Sale | Car and Classic

Ford Escort-ი ევროპულ ბაზარზე 6 თაობას ითვლის. იგი ყოველთვის შესაბამისი კლასის ერთერთი ლიდერი იყო, თუმცა ჩვენ დღეს იმ იშვიათ მოდელს გავიხსენებთ, რომელიც ავტომოყვარულებს დიდი ალბათობით უკვე მივიწყებული აქვთ.

 მე-5 და მე-6 თაობის Escort RS 2000 90-იანების ნამდვილი“ცხელი ჰეჩბექი“ იყო. ეს ავტომობილი მხოლოდ 2/3 კარიან ვერსიად იწარმოებოდა. სტანდარტული მოდელისგან ძალიან ადვილად გამოარჩევდით, რადგან მისი ვიზუალური მხარე უამრავი სპორტული დეტალებითა და სპოილერებით იყო დატვირთული. მისი ამოცნობა უკანა დისკური სამუხრუჭე სისტემითაც შეიძლებოდა, რადგან მხოლოდ RS 2000-ს ჰქონდა ამგვარი მუხრუჭები. ინტერიერს რაც შეეხება - ანატომიური სავარძლები, რომლებიც ზოგიერთ მოდელში Recaro-ს შესრულებით გვხდებოდა აშკარად მის სპორტულ ხასიათს ხაზს უსვამდა.

 Ford Escort Mk VI RS2000 group A (1996) - Racing Cars

დროსთან მიმართებაში აგრეგატებიც საკმაოდ მომხიბვლელი ჰქონდა. მისი ძრავა 2 ლიტრი მოცულობის იყო და 150 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. 16-სარქველიანი ძრავა 190 ნიუტონს გაცილებით მალე აღწევდა, ვიდრე 8-სარქველიანი ძრავა. ავტომობილი სულ რაღაც 1100-1200 კილოგრამს იწონიდა და 100-მდე 8 წამში ჩქარდებოდა. მე-5 და მე-6 თაობის Ford Escort RS 2000-ების დაკიდების სისტემები სტანდარტული მოდელებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. ეს ყველაფერი კი  მის უნიკალურ მართვის უნარებს განაპირობებდა. ამ ავტომობილის ზღვარზე მართვა ნებისმიერი ავტომოყვარულისთვის ერთი დიდი სიამოვნება იყო. ერთი შეხედვით უბრალო Escort-ი გაცილებით ძლიერი და სპორტული ავტომობილი იყო, ვიდრე ამას ვინმე წარმოიდგენდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები