Mitsubishi Lancer Evo-ს მძღოლმა სამი ავტომობილი დაამტვრია
ავსტრალიაში, Mitsubishi Lancer Evolution-ის გიჟი მძღოლი გამოჩნდა, რომლის ოსტატური მართვის შედეგად, სამი ავტომობილი დაიმტვრა.
ვიდეო, რომელიც ზემოთ არის მიბმული, 2022 წლის 10 თებერვალსაა გადაღებული. შემთხვევა სიდნეისთან ახლოს მოხდა. კადრები ერთ-ერთი მანქანის წინა და უკანა ნაწილში განთავსებული კამერებიდან არის ამოღებული. რამდენიმე კუთხით ჩაწერილ ვიდეოში კი ყველაფერი კარგად ჩანს.
უკან მიმართულ კამერაში პირველად გამოჩნდა თუ როგორ აგრესიულად მოძრაობს Evo VII საცობში. მცირე ზომის სატვირთო ვენს ფსიქოპათმა მძღოლმა ძლივს ააცილა. შედეგ კი გზის გაგრძელება ამ იმედით გადაწყვიტა.
თუმცა, გზაჯვარედინის გადაკვეთის შემდეგ გზაზე უფრო მეტი დაბრკოლება აღმოჩნდა. იმ ზოლში, სადაც Evo გადაადგილდებოდა მცირე ზომის ჰეჩბეკი იყო დაპარაკინგებული. მის გვერდით კი Ford Fiesta მიდიოდა. ქუჩების აირტონ სენამ სწორედ ამ ორ მანქანას შორის არსებულ ადგილში გაძრომა გადაწყვიტა. შემდეგ რაც მოხდა გაგაოცებთ.
Mitsubishi დაპარკინგებულ Holden-საც და მის გვერდით მიმავალ Fiesta-საც დაეჯახა. საბედნიეროდ, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. თუმცა, დაზიანებულ ავტომანქანებთან ერთად გატყდა ავტომოყვარულების გულები. Evo VII დღეს საკმაოდ იშვიათად თუ შეგვხვდება გზებზე. მათი ასე ხილვა კი ნებისმიერ მოყვარულს დაწყვეტს გულს.
რა შეიძლება ითქვას მის მძღოლზე? ქალაქში ასე აგრესიულად სიარული რომ გაუმართლებელია ვიცით. ერთადერთი, რაც არ ვიცით ისაა, თუ როგორ მოხვდა ასეთი ცუდი მძღოლი Mitsubishi-ს ლეგენდარული მოდელის საჭესთან.
როგორია თქვენი შეფასება? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.