Carlsson-ის საიდუმლო მერსედესი
Carlsson-ი გერმანული კომპანიაა, რომელიც „მერსედესის“ მოდელების გაუმჯობესებით არის დაკავებული. ეს პატარა ტიუნინგ ატელიე გერმანელი ძმების და ავტოსპორტის დიდი ქომაგების, რალფ და ანდრეას ჰართგეების მიერ 1989 წელს ჩამოყალიბდა. მას შემდეგ უამრავი სპორტული მოდელისთვის ახალი სიცოცხლე აქვთ მიცემული. კომპანიის სახელი ცნობილი შვედი რალის პილოტის, ინგვაარ კარლსონის საპატივსაცემოდ დაარქვეს, რადგან ორივე ძმა ბავშვობიდან მისი დიდი გულშემატკივრები იყვნენ.
2001 წელს პარიზის აუტოშოუზე Carlsson-მა Mercedes Benz CLK CM60 RS (W208) წარადგინა. აღნიშნული მოდელი იმავე წამს დღის მოვლენა გახდა. ალბათ იფიქრებთ, უბრალო CLK-ამ როგორ მოახერხა ამხელა აუდოტორიის განცვიფრება?! საქმე იმაშია, რომ ჩვეულებრივი და უწყინარი „კუპესგან“ მათ რეალური და საშიში მონსტრი შექმნეს.
ავტომობილი იმდენად ძლიერი, სპორტული და უკომპრომისო იყო, რომ მას ინტერიერში უსაფრთხოების კარკასი დაუმონტაჟეს. წარმოიდგინეთ, რომ იმ ავტომობილით, რომლითაც მაღაზიაში სიარული შეგეძლოთ დაახლოვებით ისეთივე უსაფრთხოების კონსტრუქცია ჰქონდა, როგორც DTM-ის ავტომობილებს. სალონში მხოლოდ ორი სარბოლე დანიშნულების სავარძელი იყო მოთავსებული, რომლებსაც აგრეთვე სარბოლე უსაფრთხოების ღვედები ჰქონდა. უკან არანაირი სავარძელი არ გააჩნდა, რადგან მის ადგილს კარკასი იკავებდა.
აგრეგატები კიდევ უფრო „გიჟური“ ჰქონდა ვიდრე შეხედულება. 8 ცილინდრიანი ატმოსფერული 6.0 ლიტრი მოცულობის ძრავა 405 ცხენისძალას და 626 ნიუტონს გამოიმუშავებდა. ავტომობილს 300კმ/სთ სიჩქარის ბარიერი თავისუფლად შეეძლო გადაელახა, ხოლო აჩქრება 100-მდე 5 წამზე ნაკლებ დროში იყო შესაძლებელი. ამგვარ ძლიერ ავტომობილს შესაბამისი სამუხრუჭე სისტემა და საბურავები დაუმონტაჟეს, რადგან მისი მართვადობა მეტად სტაბილური გამხდარიყო.
ამ ავტომობილის შესახებ ინფორმაცია თითქმის არ არის, მიუხედავად იმისა, რომ 20 წელზე მეტია რაც შეიქმნა. მისი ხელმიუწვდომლობა ალბათ მისივე იშვიათობიდან გამომდინარეა. მოცემული ავტომობილის ფასი და სხვა დეტალური მონაცემები დღემდე გაურკვეველია.