ბრუნეის სულთნის McLaren F1 GT დიდ ბრიტანეთში რესტავრაციისთვის გაგზავნეს
სულთნის ოჯახს, ეკონომიკური კრიზისის გამო, 1000 ავტომობილი ფარეხში ჰყავს მიტოვებული.
გახსოვთ სულთანი, რომელსაც უამრავი გიჟური ავტომობილი ავტოფარეხში ზრუნვის გარეშე ჰყავს მიტოვებული? ზოგიერთი ავტომობილი აღმოსავლეთის სიცხემ დააზიანა. მათ ნაწილები უბრალოდ სიცხისგან დადნა. თუმცა, როგორც ჩანს, სულთანს ზოგიერთი მათგანის მიმართ თბილი გრძნობები ისევ შემორჩა.
ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა სურათები, რომლებშიც ჩანს, რომ სულთნის კოლექციიდან შავი McLaren F1 GT ლონდონში გადააფრინეს.
ბრუნეის სამეფო ოჯახს F1-ების გენიალური კოლექცია აქვს. მათ მფლობელობაში 10 ეგზემპლარი F1 იყო. მათ შორის სამი F1 LM მოდელია. ეს ავტომობილი მსოფლიოში მხოლოდ ეგზემპლარად არსებობს. კოლექციაში შედის F1 GTR სარბოლო ავტომობილი. ეს F1 GT კი მსოფლიოში არსებული მხოლოდ სამი ეგზემპლარიდან ერთ-ერთია. წლების განმავლობაში ეს ავტომობილები აუქციონზე ჩნდებოდა. თუმცა, როგორც ვარაუდობენ, 7 ეგზემპლარი ისევ ოჯახის კოლექციაში რჩება.

ფოტოები დაბალი ხარისხისაა, ამიტომ დეტალების დანახვა შეუძლებელია. თუმცა, ერთი შეხედვით ჩანს, რომ კორპუსი დაზიანებული არ არის. საღებავი ისევ კარგად გამოიყურება.უცნობია, რა მდგომარეობაშია სალონი.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა სამეფო ოჯახის წევრები McLaren F1-ს ბრიტანეთში გზავნიან. ერთ-ერთი F1, შასის ნომრით #008, ჰითროუს აეროპორტში თებერვლის შუა რიცხვებში შენიშნეს. როგორც ამბობენ, ლურჯი ფერის ავტომობილის განახლებაზე McLaren Special Operations-მა იმუშავა.

როგორც ჩანს, სულთანს ამ ავტომობილების ღირებულება კარგად ესმის. უნდა ვივარაუდოთ, რომ მალე შავი F1 LM-ის გამოჩნდება, რომელიც საჯაროდ ათწლეულებია არ გამოჩენილა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს