მაქს ფერსტაპენმა GTA 6-ის თამაშში 40 საათზე მეტი გაატარა, შემდეგ კი ლას-ვეგასის გრან-პრი მოიგო
Formula 1-ის პილოტები, როგორც წესი, რბოლებისთვის სპორტდარბაზში ან სიმულატორით ვარჯიშით ემზადებიან. ამასთან, დამღლელი გრან-პრისთვის კარგი დასვენებაც აუცილებელია. თუმცა, როგორც ჩანს, არა ფერსტაპენისთვის, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ „შეშლილ მაქსს“ ტყუილად არ ეძახიან.
ასევე იხილეთ: მილიარდერები VS ღარიბები - ფორმულა 1-ის პილოტების გზა
Formula 1-ის 4-გზის ჩემპიონმა ლას-ვეგასის გრან-პრის წინ დრონ პოპულარულ ვიდეოთამაშ Grand Theft Auto VI-საც დაუთმო. ლეგენდარული თამაშის მეექვსე ნაწილი 19 ნოემბერს გამოვიდა. ნიდერლანდელმა კი გაამხილა, რომ რბოლამდე GTA-ს თამაშს 40 საათზე მეტი დაუთმო, ხოლო შემდეგ გრან-პრიც მარტივად მოიგო. ფერსტაპენმა, რომელმაც ლას-ვეგასში ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა, ბრიტანელ ლანდო ნორისსა და ავსტრალიელ ოსკარ პიასტრის აჯობა.

Red Bull-ის პილოტმა ლას-ვეგასის გრან-პრიამდე გატარებულ დროზე პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა. თან მაქსმა ეს ისე მარტივად გააკეთა, თითქოს რბოლის წინ ვიდეოთამაშში გატარებული 40 საათი განსაკუთრებული არაფერი იყოს. ლას-ვეგასის გრან-პრი 19-21 ნოემბერს გაიმართა. დაახლოებით იმავე პერიოდში, როდესაც GTA 6 გამოვიდა. ფერსტაპენმა თამაშისთვის დრო დილასა და საღამოს საათებში გამონახა, დარჩენილ პერიოდს კი F1-ის „სამსახურებრივ მოვალეობებს“ უთმობდა.
„ლას-ვეგასში დილას და საღამოს ბევრს ვთამაშობდი. ისედაც გარეთ გასვლა და სეირნობა არ შემიძლია“, — განაცხადა ნიდერლანდელმა.

ამის შემდეგ კი ფერსტაპენმა დაახლოებით 50-წრიანი რბოლა მოიგო. როგორც ჩანს, ეკრანთან გატარებულმა დამატებითმა საათებმა მის შედეგზე უარყოფითად არ იმოქმედა. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მისაბაძი მაგალითი არ უნდა იყოს.
ასევე კურიოზული იყო, როდესაც ფერსტაპენმა იხუმრა, რომ GTA 6-ზე გადართულს Minecraft-ის თამაშის უნარებიც კი დაავიწყდა: „საერთოდ აღარ მახსოვდა, თუ როგორ უნდა მეთამაშა. როცა ერთდროულად ძალიან ბევრ თამაშს ვთამაშობ, ყველაფერი მერევა. არ შემიძლია, უბრალოდ არ შემიძლია!“
ფერსტაპენის თქმით, მან GTA 6-ის ძირითადი სიუჟეტის დაახლოებით 80% უკვე გაიარა. ამ შედეგს კი ნაწილობრივ იმით მიაღწია, რომ თამაშის სიუჟეტური სცენების უმეტესობას ტოვებდა, რადგან ისინი უბრალოდ „ზედმეტად მოსაწყენია“.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს