სუპერქარი, პროტოტიპები, მაკლარენი, გორდონ მარი
Aa
Aa

ლეგენდარული გორდონ მარი ახალ სუპერქარზე მუშაობს

ლეგენდარულმა გორდონ მარიმ გაამხილა, რომ ახალ ავტომობილზე მუშაობს და მისი შექმნა სრულიად სუფთა ფურცლიდან, ნულიდან დაიწყო. მათთვის, ვინც ამ დიდებული კაცის წინა ნამუშევრებს იცნობს, ეს შესანიშნავი ამბავია...

ასევე იხილეთ:  როგორ შექმნა ერთმა კაცმა იდეალური მანქანა? 

მარი არ დასჯერდა პლანეტის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მძღოლზე ორიენტირებული ავტომობილებისა და ფორმულა 1-ის არაერთი რევოლუციური ბოლიდის შექმნას და ახლა მზერა რაღაც სრულიად ახალს მიაპყრო.

„ჩვენ სადაცაა T.33-ის სამი ვერსიიდან ბოლოს წარვადგენთ და უკვე 18 თვეა, სინამდვილეში ცოტა მეტიც, ვქმნი GMA-ს შემდეგ პლატფორმას, რომელიც სრულიად ახალი და სრულიად განსხვავებულია. მას აქვს ახალი ძრავა, ახალი კონცეფცია და ეს არის სრულიად განსხვავებული ტიპის ავტომობილი განსხვავებული ბაზრისთვის“, — განუცხადა BBC Top Gear-ს დიზაინერმა.

ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცით, რას ნიშნავს „განსხვავებული“ ამ კონტექსტში, თუმცა საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ეს ძალიან კარგი რამ იქნება. ამ ვარაუდის გამოთქმის საფუძველს სამხრეთაფრიკელი ლეგენდის რეზიუმე გვაძლევს: McLaren F1, GMA T.50, T.50S, T.50S Niki Lauda, LCC Rocket, მისი პატარა საქალაქო ავტომობილი და სამუშაო სატვირთო მანქანაც კი (სულ რომ არაფერი ვთქვათ ფორმულა 1-ის ჩემპიონ ბოლიდებზე).

ლეგენდარული გორდონ მარი ახალ სუპერქარზე მუშაობს — ფოტო 1
ლეგენდარული გორდონ მარი ახალ სუპერქარზე მუშაობს — ფოტო 2
ლეგენდარული გორდონ მარი ახალ სუპერქარზე მუშაობს — ფოტო 3
ლეგენდარული გორდონ მარი ახალ სუპერქარზე მუშაობს — ფოტო 4

მართალია, ჯერ არ ვიცით, რა ფორმას მიიღებს ახალი პროექტი, მაგრამ ვიცით, რა იქნება მისი მთავარი სახელმძღვანელო პრინციპი. კითხვაზე, თუ რა ხდის მის T.50S-ს ასეთ განსაკუთრებულს, მარიმ უპასუხა:

„თუ ჩემს ძველ განცხადებებს გადახედავთ, მე ვთქვი, რომ ჩვენ არასდროს შევქმნით ყველაზე სწრაფ მანქანას, რადგან თუ მიზნად დაისახავ ყველაზე სწრაფი, ყველაზე მძლავრი და ყველაზე მეტი ცხენის ძალის მქონე ავტომობილის შექმნას, ყველაფერ დანარჩენს განზე ტოვებ...

ჩვენთვის მთავარი მართვის შეგრძნებაა. და რასაც ყოველთვის ვამბობდი, არის ის, რომ გვინდა შევქმნათ ავტომობილი, რომლის ტარებაც ტრეკზე ყველაზე სახალისოა და რომელიც ხელმისაწვდომია მართვის სხვადასხვა დონის მქონე მძღოლების ფართო სპექტრისთვის. ვფიქრობ, სწორედ ეს გავაკეთეთ...“

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ველოდოთ...

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები