„ფორსაჟის“ მეათე ფილმში ბრი ლარსონი ითამაშებს
Fast and Furious-ი უკვე 21 წელია, რაც გამოდის.
ვინ დიზელმა ინსტაგრამის პოსტში დაადასტურა, რომ ბრი ლარსონი „ფორსაჟის“ მეათე ნაწილში გამოჩნდება. ფილმის პრემიერა 2023 წელს შედგება. 2022 წელს 21 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ფილმის პირველი ნაწილი ვიხილეთ.
ვინ დიზელი ამ ფილმის განუყოფელი ნაწილია. როგორც მისი პოსტიდან ჩანს, ის 21 წლის შემდეგაც საქმეს ენთუზიაზმით ეკიდება. ის გუნდის ახალ წევრს ბრი ლარსონს მიესალმა.
„როცა ჩემს მხარზე ამ ანგელოზს ხედავთ, ალბათ ფიქრობთ, „ეს ხომ კაპიტანი მარველია“. ამ სურათში ბევრი სიცილი და დიდი სიყვარულია. რაც არ იცით ისაა, რომ ის Fast10-ში გამოჩნდება. ვერ წარმოიდგენთ, რამდენად შთამბეჭდავი იქნება ის ამ ისტორიაში. მისი სილამაზე, ინტელექტი... მისი ოსკარი. მისი გულშიჩამწვდომი სული იმას შემატებს ფილმს, რასაც არ ელოდით, მაგრამ გწყუროდათ. კეთილი იყოს შენი მობრძანება ოჯახში, ბრი“, - წერს ვინ დიზელი.
მანამდე ამ დიდ ოჯახს ჯეისონ მომოაც შეუერთდა. რა თქმა უნდა, ფილმში ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობ და საყვარელ პერსონაჟებსაც ვიხილავთ.