კლასიკური ავტომობილები, მიტოვებული, პონტიაკი, პონტიაკი ჯითიო
Aa
Aa

1970 წლის Pontiac GTO ათწლეულების განმავლობაში გაუჩინარებული იყო

1970 წლის Pontiac GTO Judge Ram Air III - თითქმის სრულად ქარხნული და ხელუხლებელი მოდელი - ხელახლა აღმოაჩინეს. დროის კაფსულაში შენახულ ავტომობილს "იუთუბერმა" და უბრალოდ ავტომობილების მოყვარულმა, Backyard Barn Finds-მა მიაგნო. Backyard Barn Finds-ი კლასიკური ავტომობილების კოლექციონერს ესტუმრა და საგანძურიც თავად იპოვა. თქვენ წინაშე 1970 წლის GTO Judge-ია, რომელიც ქარხნულ საღებავშია დაფარული და Ram Air -ის ქარხნული სტიკერებიც ამშვენებს.

Pontiac-მა GTO Judge 1969 წელს გამოუშვა, როგორც დაბალფასიანი ალტერნატივა კონკურენტებისთვის, როგორიცაა Plymouth Road Runner-ი. თავდაპირველი მოდელები მხოლოდ კაშკაშა Carousel Red-ში იყო ხელმისაწვდომი, სახელწოდება კი Rowan & Martin’s Laugh-In-ის კომედიური რუტინით იყო შთაგონებული. 1973 წლისთვის Judge უფრო დახვეწეს, იმ წელს ეს მოდელი 3 797 ერთეულად გაიყიდა. ერთ-ერთი მათგანი კი ახლა ბეღელში იპოვეს და შესაძლოა დღეისთვის, ამ მოდელის ყველაზე კარგად შემონახული ვერსია იყოს.

ამ ავტომობილს კაპოტქვეშ 6.6-ლიტრიანი Ram Air III V8 ძრავა აქვს დაყენებული, რომელიც 4-სიჩქარიან M21 Muncie-ის ავტომატურ გადაცემათა კოლოფს უკავშირდება. შედეგად, მოდელი 370 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.

პირველმა მფლობელმა მანქანას ქარხნული ნაწილები შეუნარჩუნა. საინტერესოა, რომ ავტომობილს ამჟამად 300 000 კილომეტრამდე აქვს დაფარული, თუმცა ინტერიერი შესაშურად იდეალურად გამოიყურება. ეს კიდევ ერთხელ ამყარებს მის სტატუსს, როგორც საუკეთესოდ შემონახული GTO Judges-ის.

ახლა კი, ათწლეულობით "გადამალვის" შემდეგ, ავტომობილი გასაყიდადაა გამოტანილი. ქარხნული საღებავით, ტრანსმისიითა და მინიმალური წუნით, ეს 1970 წლის GTO Judge Ram Air III არ არის მხოლოდ მანქანა - ეს მოძრავი მუზეუმის ექსპონატია.

 

 

მსგავსი სიახლეები