ელექტრომობილი, ჩინეთი, გაყიდვები, ტესლა, ტესლა მოდელ უაი, სიაომი
Aa
Aa

სასწაული ჩინური ავტოინდუსტრიისთვის | ერთ საათში გაყიდული 300 000 ავტომობილი

ჩინურმა ელექტრომობილების მწარმოებელმა Xiaomi-მ პირველი სპორტული SUV-ის გამოშვებიდან ერთ საათში 289 000 წინასწარი შეკვეთა მიიღო. კომპანიის თქმით, ეს რაოდენობა ინდუსტრიისთვის „სასწაულებრივი მომენტია“.

Xiaomi, რომელსაც ხშირად „ჩინურ Apple“-საც უწოდებენ, მსოფლიოში სმარტფონების სიდიდით მეორე მწარმოებელია. პეკინში დაფუძნებულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა შეკვეთების მიღება დაიწყო ხუთადგილიანი მოდელისთვის — YU7, რომლის ფასი $54 000-დან იწყება. შეკვეთების რაოდენობამ თავად კომპანიის ხელმძღვანელობაც გააოცა.

Xiaomi-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ლეი ძუნმა, ამ ფაქტთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა:

„ღმერთო ჩემო, სულ რაღაც 2 წუთში მივიღეთ 196 000 დაფარული წინასწარი შეკვეთა და დამატებით, 128 000 ჯავშანი. ჩვენ, ალბათ, ჩინეთის საავტომობილო ინდუსტრიისთვის სასწაულის მომსწრენი გავხდით,“ – განაცხადა ლეი ძუნმა.

ახალი მოდელის გაშვების შემდეგ, Xiaomi-ის აქციების ღირებულება 8%-ით გაიზარდა. მოგვიანებით, ფასმა ოდნავ იკლო, თუმცა მაინც რეკორდულად მაღალი ნიშნული შენარჩუნდა.

შეგახსენებთ, YU7კომპანიისთვის რიგით მეორე მოდელია და Tesla-ს Model Y-ზე თითქმის 4%-ით იაფია. Model Y ამჟამად ჩინეთის ყველაზე გაყიდვადი SUV-ია და მისი ფასი 263 500 იუანიდან (დაახლოებით $56 000) იწყება.

ანალიტიკოსების შეფასებით, Xiaomi-ის ელექტრომობილების ბაზარზე შესვლა მაღალი სამთავრობო მხარდაჭერით მოხდა. 2021 წელს კომპანიამ დააანონსა, რომ ელექტრომობილების სექტორში ათწლეულში $10 მილიარდს დააბანდებდა. ინიციატივის მთავარი მიზეზი პეკინის მიზანი იყო — ჩინეთისთვის ელექტრომობილების გლობალური ლიდერის სტატუსის მინიჭება.

 

მსგავსი სიახლეები