Ford, Thunderbird, აირტურბინული ძრავა
Aa
Aa

1955 წელს Ford-მა Thunderbird-ი Boeing-ის ტურბინით გამოუშვა

1955 წელს Ford Thunderbird-ი საკმაოდ სტანდარტული ძრავის ვერსიებით გამოვიდა. თუმცა, „ლურჯმა ოვალმა“ ძალზედ არაორდინალური ექსპერიმენტებიც ჩაატარა. 1955 წელს კომპანიამ Thunderbird-ში აირტურბინული ძრავა ჩადგა.

გასულ სამშაბათს Ford-ის არქივისტმა Twitter-ის პლატფორმაზე უზარმაზარი ტურბინის მქონე Thunderbird-ის ფოტოსურათი გაავრცელა. ეს ის არტეფაქტებია, რომლებიც ავტომწარმოებლების მიერ დგუშიანი ძრავის ჩანაცვლების მცდელობას განასახიერებს.

პროექტზე მუშაობა 1955 წლის აგვისტოში დაიწყო, ხოლო მანქანა ტესტირებისთვის 1956 წლის მარტისთვის იყო მზად. მიზანი აირტურბინული ძრავის მუშაობის აღწერა გახლდათ. შედეგად Ford-მა დაასკვნა, რომ ასეთი აგრეგატით აღჭურვილ მანქანას განსაკუთრებული უპირატესობები და ასევე განსაკუთრებული პრობლემები ექნებოდა.



მიუხედავად ამისა, Ford-მა 188 000$-ის ინვესტიცია აირტურბინული ძრავის მქონე Thunderbird-ის პროტოტიპის შესაქმნელად მაინც გაიღო. Boeing-ისგან მოწოდებული ტურბინა იმ ადგილას განთავსდა, სადაც ჩვეულებრივი ძრავა განთავსდებოდა. თუმცა, უზარმაზარი გამოსაბოლქვი სისტემის გამოყვანა წინა ბორბალთან გადაწყდა.

შედეგი ძალზედ არაერთგვაროვანი იყო. დადებითი ის იყო, რომ მანქანა კარგი საშუალო აჩქარებით, სიმძლავრისა და წონის გადანაწილებით, ნაკლები ვიბრაციითა და გამართვის ნაკლები საჭიროებით ხასიათდებოდა. თუმცა, საწყის ეტაპზე აჩქარებისას უზარმაზარი დაყოვნება ჰქონდა. გარდა ამისა, დიდი პრობლემა იყო წინ გამოსული მაყუჩებიც.

ამ მიზეზების გამო Ford-მა აირტურბინული Thunderbird-ი წარმოებაში არ ჩაუშვა. თუმცა, ეს კომპანია უკანასკნელი დეტროიტელი მწარმოებელი არ გახლდათ, ვინც ასეთი ტიპიც ძრავებზე ექსპერიმენტობდა. 1962 წელს Chrysler Turbine Car-ი გამოვიდა და მფლობელებისთვის 50 ეგზემპლარიც გამოუშვა.

თუმცა, Ford-ზე შორს არც Chrysler-ი წასულა. ამ ავტომობილების უმეტესობა ქარხნებში დაბრუნდა და განადგურდა. დღევანდელ დღეს კი მხოლოდ 9 ეგზემპლარი შემორჩა. ერთ-ერთი მათგანი ჯეი ლენოს ცნობილ ავტოკოლექციას ეკუთვნის.

სამწუხაროდ, დღეს ასეთ გიჟურ ექსპერიმენტებს არავინ გვთავაზობს. დღეს ავტომწარმოებლები მხოლოდ ელექტრომობილებისა და წყალბადის ავტომობილების განვითარებაზე ფიქრობენ. ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ არც ამაღელვებელია რამე.

მსგავსი სიახლეები