Chevrolet, ელექტრომობილი, ელექტრომობილები, შევროლეტი, Chevrolet Silverado EV Trail Boss
Aa
Aa

Chevrolet-ის ახალმა ელექტრომობილმა დისტანციის ტესტზე ყველა მოლოდინს გადააჭარბა

ცოტა ხნის წინ, 2026 წლის Chevy Silverado EV Trail Boss-მა დისტანციის ტესტზე ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ამერიკული წარმოების პიკაპმა შეძლო და საშუალოდ 112კმ/სთ (70 მილი/სთ) სიჩქარით გადაადგილებისას 730 კილომეტრი (454 მილი) დაფარა, რაც ნიშნავს, რომ სრულად ელექტრო შორეული მოგზაურობები არც ისე შორია, როგორც ეს რამდენიმე წლის წინ გვეგონა.

სილვერადომ გადაადგილება სრულად, 205 კვტ სთ-მდე დამუხტული ბატარეით დაიწყო და 50%-მდე მუხტი მხოლოდ 340 კილომეტრის გავლის შემდეგ დაეცა — ეს ყოველ კვტ სთ-ზე, დაახლოებით,  3.38კმ-ს (2.1 მილს) უდრის.

მას შემდეგაც კი, რაც ბატარეის მუხტი მეოთხედამდე დაეცა, ელექტრომობილმა შეძლო და ყოველი კილოვატსაათის კარგვის საფასურად 3 კილომეტრის დაფარვას განაგრძობდა, რაც ნიშნავს, რომ მისი ენერგიის მენეჯმენტის სისტემას მომთხოვნ პირობებში საიმედოდ ოპერირება შეუძლია.

რაც ყველაზე შთამბეჭდავია, როცა ნიშნული 0%-მდე დაეცა, პიკაპს მოძრაობა არ შეუწყვეტია — კიდევ 80 კილომეტრი სიჩქარის კარგვის გარეშე გაიარა, რის შემდეგაც დანებდა და გამოირთო (ეს შესანიშნავი ამბავია იმ მძღოლებისთვის, რომლებიც ლიმიტებს ბოლომდე უახლოვდებიან და უკანასკნელ შესაძლო დამმუხტველს ეძებენ). 

ელექტრომობილები თანდათან უფრო და უფრო სანდოები ხდებიან

მსგავს გამძლეობას ელექტრომობილის პრაქტიკულობის შესახებ წარმოდგენების შეცვლა შეუძლია, განსაკუთრებით კი იმ მძღოლების შემთხვევაში, რომლებიც უპირატესობას სწორედ ავტომობილის საიმედოობას ანიჭებენ.

ის ადამიანები, რომლებსაც, მერსედესის ახალი ხედვებისგან განსხვავებით, სწრაფ, თუმცა ხშირ დამუხტვას ხანგრძლივი, მაგრამ იშვიათი პროცესი ურჩევნიათ, სავარაუდოდ არჩევანს შევროლეზე გააკეთებენ.


თანაც, ახალი კვლევის თანახმად, ელექტრომობილის დამუხტვა მხოლოდ საჯარო, ფასიანი დამტენების გამოყენებით, საშუალოდ მაინც უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ბენზინზე მომუშავე ავტომობილის „შენახვა".

მოგწონთ ეს თუ არა, ელექტრო პიკაპები ვითარდებიან და მათი გულშემატკივრების რიცხვიც, თანდათან იზრდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები