Aa Aa
5 მარტი 2020  |  10:29

ფუფუნება იაპონურად: 2013 Infiniti Q50 Vs 2014 Lexus IS

არც თუ ისე დიდი ხნის წინ, როცა საშუალო ზომის სპორტულ სედანზე ფიქრობდით,  მხოლოდ გერმანული ავტომობილები გახსენდებოდათ. დღეს ყველა ელიტურ ბრენდს აქვს მსგავსი მანქანის წარმოების საკუთარი იდეები და ტექნოლოგიები.

2014 Lexus IS 350 და 2013 Infiniti Q50 ელიტარული კლასის საშუალო ზომის სპორტული სედანებია. ორივეს აქვს V-6 ძრავა ავტომატური გადაცემათა კოლოფით 4/4. ეს ავტომობილები ერთი ზომისაა და ფასიც მსგავსი აქვთ.

მსგავსია მათი ისტორიაც. ორივე მათგანი იაპონური გიგანტი მწარმოებლის სუბ-ბრენდმა შექმნა: „ინფინიტი“ „ნისანს“ ეკუთვნის, „ლექსუსი“ „ტოიოტას“, მაგრამ რომელი მოდელია უკეთესი? 2013 Infiniti Q50 თუ 2014 Lexus IS-ი?

 

 იმპრესიონიზმი თუ სურეალიზმი?

როცა ეს ორი მანქანა გვერდიგვერდ დგას, მათ მახასიათებლებს შორის აშკარა განსხვავება ჩანს: Q50-ს მრგვალი LED ფარები და ქრომირებული გრილი აქვს. ეს ყველაფერი მას სპორტულ შესახედაობას აძლევს.

IS 350 მისგან პოლაარულადაა განსხვავებული. ის დინამიკურობისა და აგრესიულობისთვისაა შექმნილი.  ფარებისგან გამოყოფილია LED ნათურების მწკრივი, რომელიც ცოტათი „ნაიკის“ ლოგოს მოგაგონებთ. მის ქვიშის საათის ფორმის გრილს და ჰაერის შეწოვილ ნაკადს კატის გადაყლაპვა შეუძლია.

 

ვინც არ რისკავს, ის შამპანურს არ სვამს

 „ინფინიტიმ“ გადაწყვიტა მისი ინტერიერი ყოფილიყო ელეგანტური. ინტერიერს გასაფორმებლად ხე და ალუმინის დეტალები გამოიყენა. მაჩვენებლების დაფაზე მონაცემების წაკითხვა ადვილია და პატარა ცენტრალური ეკრანი საჭირო ინფორმაციას გვაწვდის. მიუხედავად ამისა, მის ინფორმაციულ-გასართობ სისტემას მიჩვევა სჭირდება: მას ორი სენსორული ეკრანი აქვს . პატარა სენსორული ეკრანი მართავს დიდს. მაგალითად, თუ რუკაზე ადგილის მოძებნა გსურთ, GPS-ისთვის მისამართი პატარა ეკრანზე უნდა შეიყვანოთ იმისთვის, რომ შედეგი დიდზე გამოჩნდეს. 

„ლექსუსმა“ არ უღალატა მისი პირველი სუპერმანქანის LFA-ის სტილს . მისი ტორპედო  წვრილია და ალუმინის დეტალებისგანაა გაკეთებული. საჭეზე ღილაკის დაჭერით გამოდის ეკრანი, რომელიც ან რადიო კონტროლს ან ნავიგაციას აჩვენებს. როცა საქმე ინტერიერს ეხება, „ლექსუსი“ ყოველთვის მაღალ დონეზე დგას. დიზაინერებმა გარისკეს და ამ რისკმა აშკარად გაამართლა.

 

 

რისკი ყოველთვის არ ამართლებს

რაც შეეხება მართვას, ერთი შეხედვით ჩანს, რომ Q50 თავის კონკურენტს ჯაბნის . „ინფინიტის“ სიჩქარის უპირატესობა აქვს. მისი 3.7-ლიტრიანი V-6 ძრავა 328 ცხენის ძალას ავითარებს, რაც 18-ით მეტია, ვიდრე „ლექსუსის“ 3.5-ლიტრიანი ძრავის გამომუშავებული. მისი 7-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი უფრო მაღალი დონისაა, ვიდრე IS 350-ის 6-სიჩქარიანი.  Q50 ნაკლებ საწვავს წვავს. „ინფინიტი“ 100კმ-ზე ქალაქში 12 ლიტრს  და  ტრასაზე 8.1ლიტრ საწვავს მოიხმარს,  ხოლო „ლექსუსი“ 12.6 ლიტრს ქალაქში და 9.1ლიტრს ტრასზე.

 

ამ ორ მოდელს შორის ერთი დიდი განსხვავებაა: საჭე. „ლექსუს“ აქვს ტრადიციული და ძველმოდური. რა თქმა უნდა, მისი  გამაძლიერებელი (ჰიდრავლიკურისგან განსხვავებით) ვერ უძლებს კრიტიკას, მაგრამ ჯამში მისი ტრიალი რთული არ არის.

„ინფინიტიმ“ არჩია სისტემა, რომელიც, მაგალითად, სარბოლო სიმულატორებში გამოიყენება. თუ მძღოლი საჭეს მარცხნივ ატრიალებს, სენსორი მოძრაობის ინტენსიურობას და მიმართულებას ადგენს. ის ინფორმაციას კომპიუტერს აწვდის, რომელიც ითვლის, რა ძალა სჭირდება ბორბალს მოსახვევად. შემდეგ ინფორმაციას მოტორს უგზავნის, რომელიც საჭის მექანიზმს ააქტიურებს. სამწუხაროდ, ფაქტობრივად, კომპიუტერს შეუძლია შეცვალოს წინა საბურავების მიმართულება საკუთარი სურვილისამებრ. მაგალითად, ბორბლების 10 გრადუსით მობრუნებამ შეიძლება თითქმის არც კი შეცვალოს მიმართულება. ეს დამოკიდებულია სიჩქარეზე. მიხვეულ-მოხვეულ გზებზე ეს საკმაოდ გამაღიზიანებელია.

 

დასკვნა

ეს ორი ბრენდი იაპონელებისთვის ყოველთვის საამაყო იყო და წლების განმავლობაში ასე გრძელდებოდა. ამ მანქანებმა ამერიკულ ბაზარზე დიდი წარმატება მოიპოვა, რადგან მათი ხარისხითა და შესაძლებლობებით ბაზრის მოთხოვნებს მთლიანად აკმაყოფილებდა. ეს მოდელები ქართველ საზოგადოებაშიც არანაკლებ ცნობილი და მოთხოვნადია. ამგვარად, თუ გსურთ საშუალო ზომის სედანის ყიდვა ეს ორი ავტომობილი თქვენს სიაში ყოფნას ნამდვილად იმსახურებს .

 

გაზიარება: