ვოლვო, ეს იუ ვი, დამუხტვადი ჰიბრიდი, ვოლვო იქსსი60, ვოლვო იქსსი90
Aa
Aa

Volvo-ს ახალი დამუხტვადი ჰიბრიდები შიგაწვის ძრავის არსებობას დაგავიწყებენ

შვედურმა ბრენდმა, რომელსაც საუკეთესო დრო ნამდვილად არ უდგას, თავისი პოპულარული ქროსოვერების — XC60-ისა და XC90-ის — ახალი, საგრძნობლად გაუმჯობესებული დამუხტვადი ჰიბრიდული ვერსიები წარადგინა. მთავარი სიახლე 37.9 კვტ/სთ ტევადობის ელემენტების პაკეტია, რომელმაც ავტომობილების მხოლოდ ელექტროენერგიაზე სვლადობა თითქმის ორჯერ გაზარდა.

ახალი ტექნოლოგიის წყალობით, ქალაქის პირობებში მძღოლებს ბენზინის ძრავის გამოყენება თვეების განმავლობაში საერთოდ არ დასჭირდებათ. თუ დაინტერესდით, გეტყვით რომ ელექტრომობილის მოვალეობას ეს SUV-ები 100-125 კმ-ის მანძილზე შეასრულებენ... რაც შეეხება შიგაწვის ძრავს, ის 2.0-ლიტრიანი ტურბინიანი, 4-ცილინდრიანი აგრეგატია რომელიც 247 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს და მხოლოდ შორ მანძილებზე მოგზაურობისას დაგჭირდებათ.

რატომ არის ეს გარდატეხა PHEV სეგმენტში?

ადრეული Plug-in ჰიპერბრიდების 30-40 კილომეტრიანი ელექტროსვლადობა ხშირად საკმარისი არ იყო დღიური გადაადგილებისთვის, რის გამოც ბენზინის ძრავი საქმეში მაინც ხშირად ერთვებოდა. 100 კმ-ზე მეტი ელექტრო-რესურსი კი საშუალო სტატისტიკური მძღოლის 2-3 დღის საქალაქო დიტანციაა.

შესაბამისად, მომხმარებელი იღებს სრულფასოვანი ელექტრომობილის ეკონომიურობას ყოველდღიურობაში, თუმცა შორ გზაზე მგზავრობისას არ უწევს დამმუხტველი სადგურების ძებნა და ამაზე ნერვიულობა. გაზრდილ ბატარეასთან ერთად Volvo-მ გააუმჯობესა DC სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერაც, რაც ბატარეის შევსების დროსაც საგრძნობლად ამცირებს.

შესაბამისად, შეიძლება Volvo ძველებურად ტიტანი აღარ არის, თუმცა ფაქტია, რომ დიდებული ტექნოლოგიების შემოთავაზება ჯერ ისევ შეუძლია. ავტომწარმოებლები დამუხტვად ჰიბრიდებს აღარ აღიქვამენ „დროებით ხიდად" ელექტრიფიკაციის გზაზე და პირიქით — მძლავრი ბატარეით აღჭურვილი PHEV ხდება იდეალური ოქროს შუალედი მათთვის, ვისაც სურს ეკოლოგიური ქალაქის ტრანსპორტი შიგაწვისძრავიანი ავტომობილის საიმედოობასთან კომბინაციაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები