როლს-როისი, როლს-როის ფანტომი, უნიკალური ავტომობილი, მდიდრული მანქანები
Aa
Aa

უნიკალური როლს-როისი, რომლისთვისაც ბრენდის ინჟინრებმა ახალ მასალაზე მუშაობა ისწავლეს

Rolls-Royce-მა ექსკლუზიური, უნიკალური ეგზემპლარი, Phantom Extended წარადგინა, რომელსაც ასეთივე უნიკალური სახელწოდება აქვს — ეს Phantom Hummingbird-ია, რომელიც დუბაის წარმომადგენლობის მეშვეობით შეიქმნა და კლიენტმა საჩუქრად მეუღლეს მიუძღვნა.

ასევე იხილეთ:  როგორ შექმნა ღარიბმა ბიჭმა საოცრად მდიდრული ბრენდი? 

ავტომობილის მთავარი განსაკუთრებულობა ინტერიერში ხის დეტალებთან შერწყმული აბალონის (ზღვის ლოკოკინას) ნაჭუჭების გამოყენებაა, რაც Rolls-Royce-ის ისტორიაში პირველად მოხდა. 

აბალონის სინათლეზე ცვალებადი ლურჯ-მწვანე ელფერი კოლიბრის ფრთების ბრწყინვალების იმიტაციისთვის შეირჩა. ბრენდის ოსტატებს ამ ძლიერ მსხვრევად მასალაზე მუშაობის ტექნოლოგიის დასახვეწად 9 თვეზე მეტი დასჭირდათ — თითოეული კოლიბრის გამოსახულება ლაზერით გამოჭრილი და ხელით დამუშავებული 53 ნაწილაკისგან შედგება.

სალონში ასევე გამოყენებულია Ash Burr-ის პანელები, კრემისფერი ტყავი, Moccasin და Tan აქცენტები, ხოლო უკანა სავარძლებს შორის განთავსებულ ხის პანელზე 84 ნაწილისგან შემდგარი უნიკალური ორნამენტია დატანილი. ექსტერიერი ტრადიციულად ორ ტონშია გადაწყვეტილი და აერთიანებს ტყის კენკრისა და თეთრი ქვიშიის ფერებს, და ცხადია, გვერდით ზოლზე აქაც ხელით დახატული კოლიბრის გრაფიკა გვხვდება.

ერთი სიტყვით, Rolls-Royce-ი იმედებს არასდროს გვიცრუებს...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები