„ფორდის“ ახალი სიგიჟე: 2022 Ford Mustang V8-Hybrid AWD
Aa
Aa

„ფორდის“ ახალი სიგიჟე: 2022 Ford Mustang V8-Hybrid AWD

Mustang Mach-E-ს V8-ძრავიან ვერსიას არ ვგულისხმობთ.

„ფორდმა“ ყველა ავტომოყვარული გააოცა, როდესაც ახალი ელექტრონული კროსოვერი Mustang Mach-E წარადგინა. რატომღაც „ფორდმა“ გადაწყვიტა, რომ Mustang-ი ორკარიანი მუსკულქარის ექსკლუზიური სახელი აღარ უნდა იყოს და მარკეტოლოგების რჩევით, ლეგენდარული სახელი ელექტრო SUV-ს მიანიჭა.

„მუსტანგის“ სახელის ასეთი შეურაცხყოფის შემდეგ, უარესი რა შეიძლება მოიფიქროთ?!

ინფორმაცია გავრცელდა, რომ ორკარიანი კუპეს სრულიად განახლებულ მოდელს 2022 წელს ვიხილავთ. განახლებებში ჰიბრიდული ძალოვანი აგრეგატიც მოიაზრება. Mustang-ის ახალ S650 თაობას, ახლანდელი მოდელის ანალოგიურად, მსოფლიოს ბაზარზე ვიხილავთ.

თავდაპირველად, „მუსტანგის“ ჰიბრიდული ვერსიის იდეა 2017 წელს გაჟღერდა და მისი იმპლემენტაცია 2020 წლის მოდელისთვის იყო დაგეგმილი. რიგი მიზეზების გამო, მათ შორის ახალი Mustang Mach-E-ს წარმოებაში ჩაშვება, ჰიბრიდული ვერსიის გამოშვება 2022 წლამდე გადაიტანეს. 2017 წლის პატენტის განაცხადში ავტომწარმოებელი „ორძრავიან ჰიბრიდულ ძალოვან აგრეგატზე“ საუბრობს. თანდართულ ტექნიკურ ნახაზებში ძალოვანი აგრეგატის სქემა ჩანს: V8 ძრავა უკანა თვლებს ამუშავებს, ხოლო წინებს - ორი პატარა ელექტროძრავა.

ამ სქემის გათვალისწინებით, ცხადია, რომ შემდეგი მოდელი ოთხივეწამყვანი იქნება. ეს ყველაფერი ოფიციალურად დამტკიცებული არაა, თუმცა რეალურად შესრულებადია. თუ „ფორდი“ Mustang-ის ჰიბრიდის ვერსიის შექმნას მართლა აპირებს, საკითხავია სტანდარტული, უფრო ხელმისაწვდომი, V8 და 4-ცილინდრიანი ვერსიები თუ ეყოლება.

მსგავსი სიახლეები