მამაკაცმა Temu-ზე ყველაზე იაფფასიანი ველოსიპედი შეიძინა და მაქსიმალური სიჩქარე გაავითარა
ნიუ-იორკელმა მამაკაცმა Temu-ზე ყველაზე იაფფასიანი ველოსიპედი შეიძინა და მისი შესაძლებლობების მაქსიმუმს მიაღწია. შეკვეთა ერთ კვირაზე ნაკლებ დროში ჩამოვიდა, რის შემდეგაც, ამ პირმა ველოსიპედის გახსნიდან მისი პროექტის დასრულებამდე, თითოეული ეტაპი YouTube-ზე ატვირთა.
ველოსიპედი FRP GMB100, ჩინურ პლატფორმაზე 450 დოლარად იყო შეფასებული. მიუხედავად, Temu-ს არც თუ ისე კარგი რეპუტაციისა, სატრანსპორტო საშუალება მომხმარებლამდე საკმაოდ სწრაფად და უვნებლად მივიდა. YouTuber-მა JustDoItTray-მ პროექტი თავისივე ხელით, თანდართული ხელსაწყოებითა და ინსტრუქციებით ააწყო.
ერთადერთი რეალური პრობლემა ბენზინისა და სამუხრუჭე სისტემის საჭიროზე მოკლე მილები იყო, რომლებიც გადაკეთებას საჭიროებდა. დაკარგული იყო წინა მაშუქიც, რომელიც ბოლოს უკანა მაშუქზე აღმოაჩინეს. შემდგომ კი, „იუტუბერმა“ ველოსიპედში 10W-40 ზეთი დაამატა, რადგან ინსტრუქციაში მითითებული 15W-40 ვერსაც იპოვა. თანაც, პროექტს მხოლოდ 0.35 ლიტრი სჭირდებოდა.
საწვავის შევსების შემდეგ, ველოსიპედი პირველივე დაქოქვისას დაიძრა და მაქსიმალურ სიჩქარეს, 40 კმ/სთ-საც მიაღწია. აჩქარებას დრო დასჭირდა, თუმცა მართვა გლუვი და სტაბილური აღმოჩნდა. როგორც პროექტის ავტორმაც შეაფასა, ბიუჯეტური მგზავრობისთვის, GMB100 მოსალოდნელზე მეტ კრიტერიუმს აკმაყოფილებს.
ტრეი თვლის, რომ GMB100-ს განახლების პოტენციალიც აქვს და ამბობს, რომ უკეთესი გადაცემათა კოლოფის ან ჰაერის შემშვები სისტემის მოდიფიკაციების წყალობით, ის 50 კმ/სთ-საც მარტივად მიაღწევს.