პიკაპი, შევროლეტი, შევროლე, შევროლე სილვერადო
Aa
Aa

Chevy Silverado-მ მექანიკოსს კინაღამ ზედ გადაუარა

საშიში გამოცდილება.

ავტოენთუზიასტებს საკუთარ ავტომობილებზე მუშაობა უყვართ. შაბათ-კვირას ზოგი მთლიანად ავტომობილზე ზრუნვას უთმობს. ზოგი უბრალოდ მოყვარულია, ზოგი კი მექანიკოსი. თუმცა, უსაფრთხოების ზომები ყველამ უნდა დაიცვას. ეს ვიდეო კი გვიჩვენებს, რა შეიძლება მოხდეს, თუ უსაფრთხოებაზე არ იფიქრებთ.

ვიდეოში ჩანას, რომ პირველი თაობის Chevy Silverado აწეული კაპოტით სახლის წინ დგას. მის ქვეშ ვიღაც წევს. უცებ, ხმაური ისმის და პიკაპი უკან  გორვას იწყებს. მძღოლმა პოზიცია შეიცვალა. სატვირთომ კინაღამ ფეხზე გადაუარა.  

როგორც ჩანს მექანიკოსი არ დაშავებულა. რადგან ის მაშინვე წამოხტა და პიკაპს დაედევნა. ვიდეოს ბოლოს კაცი ავტომობილთან ერთად ბრუნდება. როგორც ჩანს, ავტომობილი არაფერს შეჯახებია. ვიდეოში ჩანს ქალიც, რომელიც თავიდან შეშინებულად გამოიყურება, შემდეგ კი სიცილს ძლივს იკავებს.

ეს ვიდეო გვახსენებს, რომ უსაფრთხოების ნორმები უნდა დავიცვათ და საბურავები ყოველთვის სოლით უნდა გავჭედოთ. სოლის არ ქონის შემთხვევაში, ალბათ, ხშირად გინახავთ საბურავთან დადებული აგური. მთავარია, უსაფრთხოების ნორმები დაცული იყოს. განსაკუთრებით მაშინ, თუ ავტომობილი დაღმართზე დგას. ზუსტად უცნობია, რატომ დაგორდა პიკაპი, თუმცა, დაგორებამდე ხმა შეიძლება ბევრად დიდ პრობლემაზე მიუთითებდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები