მძღოლები ამ კონკრეტულ ადგილას მასობრივად იმტვრევიან
კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ რამდენად საყურადღებოა საგზაო ნიშნები.
სიეტლში ერთი კონკრეტული ადგილი მძღოლებისთვის ნამდვილ წყევლად იქცა. Reddit-ის პლატფორმაზე ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანს თუ რამდენი ავტომობილი დაიმტვრა ამ კონკრეტულ მონაკვეთზე. ეს ერთი შეხედვით უწყინარი ადგილია - გზა გვირაბიდან გამოდის და გზაჯვარედინს უახლოვდება.
Reddit-ი შერლოკ ჰოლმსები კომენტარებში წერენ, რომ მათ ეს კონკრეტული ადგილი იცნეს. ავარიათა სერია ემერალდ სითიში ხდება. ადგილობრივები წერენ, რომ ეს ყველაფერი ცუდ მხედველობის პირობებს არ უკავშირდება.
აქედან გამომდინარე იბადება კითხვები - როგორ და რატომ? Google-ის Street View-ს ფუნქციით ვიგებთ, რომ გვირაბს არა სწორი, არამედ მრუდე გამოსასვლელი აქვს. ამ მონაკვეთზე მძღოლები საკმაოდ მაღალ სიჩქარეს კრეფენ, რადგან გზა ფართოა, ხოლო სიჩქარის ზღვარი მაღალი. გვირაბიდან მანქანები 95-110-კმ/სთ-ით გამოდიან. დაუკვირვებელი მძღოლების ნაწილი კი ამ მონაკვეთის გავლას ავტომობილის დაზიანების გარეშე ვერ ახერხებს.
მოსახვევიდან გამოსვლამდე რამდენიმე მეტრში მაფრთხილებელი ნიშანი კიდია, რაც მძღოლებს სიჩქარის შემცირებისკენ მოუწოდებს. ამის შემდეგ სიჩქარის 20 მილიანი შეზღუდვის ნიშანია აღმართული, ხოლო მესამე ტრაფარეტზე გზაჯვარედინია გამოსახული.
შედეგს კი თავადაც ხედავთ. მძღოლები საგზაო წესების ნიშნებს ყურადღებას არ აქცევენ, რის გამოც მონაკვეთზე ავარიები გახშირებულია. საბედნიეროდ, მძიმედ არავინ დაშავებულა, მაგრამ ზოგი სერიოზულად დაზარალდა.
ეს ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ რამდენად დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ საგზაო ნიშნებს. მანქანის მართვა საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა. ჩვენი უყურადღებობით სხვა ადამიანებს სიცოცხლე არ უნდა მოვუსწრაფოთ.