ხელნაკეთი შედევრი: Aston Martin Vantage V12 Zagato-ს ტყუპები
19 კუპე და 19 სპიდსტერი იქნება აწყობილი და ორივე ვერსიის ძარა მთლიანად კარბონისგან იქნება აწყობილი და თითოეული 600-ცხენისძალიანი V12-ით იქნება აღჭურვილი.
Aston Martin-ი და Zagato საავტომობილო შედევრებს უკვე 60 წლის განმავლობაში ქმნიან და წელს დიზაინის სახლის 100-წლიანი იუბელს აღსანიშნად ერთობლივი ძალებით Aston Martin Vantage V12 Zagato-ს ლიმიტირებულ სერიას გამოუშვებენ. ძველი V12 Vantage-ის ბაზაზე აწყობილი ორი ახალი ქმნილება, კუპე და სპიდსტერი, მხოლოდ და მხოლოდ წყვილში იყიდება. ორივე ვერსიის ძარა კარბონისგან არის დამზადებული და ოქროსფერის Zagato-ს ნიშნებით არის მორთული, რათა იტალიური ავტოდიზაინის სახლის 100 წლის იუბილე აღნიშნონ.

ეს სენსაციური ავტომობილები ლიმიტირებული წარმოების იქნება. თითოეული ვერსიის მხოლოდ 19 ერთეული გამოიშვება. კუპეს Zagato-ს დამახასიათებელი „double bubble“ ფორმის სახურავი ექნება, ხოლო სპიდსტერს სახურავი საერთოდ არ ექნება, რაზეც მოდელის სახელიც მეტყველებს. ამ ორ 2011 წლის V12 Vantage Zagato-ს მსგავს ავტომობილს განახლებული ძარის გარდა აქტიური აეროდინამიკური ელემენტები აქვს, მაგალითად უკანა სპოილერი, რომელიც მაღალი სიჩქარით მოძრაობისას ავტომობილის მეტი სტაბილურობსთვის ავტომატურად ზემოთ იწევა.
აღსანიშნია ძალოვანი აგრეგატის ტექნიკური მახასიათებლები. ატმოსფერული 5.9-ლიტრიანი V12 600 ცხენის ძალას აწარმოებს, რაც 75-ით მეტია, ვიდრე თავდაპირველი V12 Vantage და 37-ით მეტია, ვიდრე V12 Vantage S. ასეთი „ჯანიანი“ ძალოვანი აგრეგატი V12 Vantage V600-ისგან არის აღებული, რომელიც რამდენიმე წლის წინ უკანასკნელი ატმოსფერული ძრავის მქონე V12 Vantage-ის აღსანიშნად გამოუშვეს.
ავტომობილების ოფიციალურ წარდგენამდე, რომელიც ამ ზაფხულზეა დაგეგმილი, Zagato-მ ავტომობილების ფინალური ვერსიების რენდერები წარადგინა. კომპანიის არტ დირექტორმა მარელა რივოლტა ძაგატომ, რომელიც მის ქმართან ერთად კომპანიას მართავს, ოქეოსფერი და პლატინის ფერთა გამის არჩევანი ახსა:
„ოქროსფერი სიწმინდის და განსაკუთრებულობის სიმბოლოა, რაც, ჩემი აზრით, კომპანიის პირველი საუკუნის იუბილეს შეეფერება. პლატინა კოროზიისადმი მდგრადია და კატალიზატორის ფუნქციას ასრულებს, რასაც ჩვენს კომპანიას მომავალი 100 წლისთვის ვუსურვებ!“

მომხმარებლებთან მიწოდების პროგრამა წლის ბოლო კვარტალში დაიწყება და ავტომობილების უმეტესობა სოლიდური 7-ნიშნა ციფრით უკვე წინასწარ გაიყიდა. კუპეს და სპიდსტერის იღბლიან მომავალ მფლობელებს სპეციალური სასაჩუქრე ნაკრების გარდა კიდევ ავტომობილის ინდივიდუალური დიზაინის არჩევანი ექნებათ. დიზაინის ცვლილებები არა მარტო ინტერიერს ეხება, არამედ ძარის პანელებს, სარქველებს, დისკებს, ერთი სიტყვით - ყველაფერს და თითოეული კორექტივა „ასტონ მარტინის“ დიზაინერებთან იქნება შეთანხმებული.