ლენდ როვერი, რეინჯ როვერ ევოუქი, დამუხტვადი ჰიბრიდი, ლენდ როვერ დისქავერი
Aa
Aa

ახალი ფლაგ-ინ ჰიბრიდები Land Rover-ისგან: Evoque და Discovery Sport

ორივე ავტომობილს 300 ცხენის ძალაზე მეტი ექნება.

ჭორები სიმართლე აღმოჩნდა: Land Rover Range Rover Evoque-ს ახლა 3-ცილინდრიანი ფლანგ-ინ ჰიბრიდული აგრეგატი აქვს. პროტოტიპი იანვარში შენიშნეს და, როგორც აღმოჩნდა, ეს კროსოვერი ერთადერთი არ იქნება, რომელიც გარემოს დამცველთა გულებს მოიგებს.

P300e ჰიბრიდული ძრავა Discovery Sport-საც ექნება. 3-ცილინდრიანი ტურბოდაბერვის ძრავა 197 ცხენის ძალას (147კვ) გამოიმუშვებს, რომელსაც 107-ცხენისძალიანი (80კვ) 15კვ/სთ-იანი ლითიუმის იონის ბატარეა ემატება. ჯამში 304 ცხენის ძალასა და 540 ნმ-ს ვიღებთ.

Evoque 0-100კმ/სთ-ამდე 6.4 წამში აღწევს, სანამ შედარებით მძიმე Discovery Sport-ს 0.2 წამით მეტი სჭირდება. EV რეჟიმში ორივე მანქანის მაქსიმალური სიჩქარე 135კმ/სთ-ია.

WLTP-ს თანახმად, ორივე მანქანა ძალიან ეკოლოგიურია. Evoque კილომეტრზე მხოლოდ 32 გრამ ნახშირორჟანგს გამოყოფს და ელექტრო რეჟიმში 66კმ/სთ-ს გავლა შეუძლია. Discovery Sport P300 – 36 გრამს და 62კმ-ს გადის.  

ჰიბრიდულ სისტემას სამი განსხვავებული რეჟიმი აქვს: პიბრიდული, EV და „დაზოგვის“. ორივე მანქანაში ბატარეა უკანა სავარძლების ქვეშაა მოთავსებული. ეს მანქანისთვის საფირმო ყველგანმავალ შესაძლებლობას ხელს არ უშლის.

სახლის პირობებში მანქანის ბოლომდე დასატენად 7 საათზე ნაკლები დროა საჭირო. AC დამტენი კი 80%-ამდე მანქანას საათნახევარში ტენის. ყველაზე სწრაფი დატენვის დრო DC დამტენს აქვს. 80%-ამდე დასატენად სულ რაღაც 30 წუთი სჭირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები