Infinity-ს მძღოლი ფანჯრიდან ნაჯახს აგდებს, შემდეგ კი სხვას ეჯახება
Infiniti G35-ის მძღოლმა ავტომობილიდან ჯერ ნაჯახი გადმოაგდო, შემდეგ კი სხვა ავტომობილს შეეჯახა.
როცა გზაზე აგრესიული მძღოლია ნებისმიერი საგზაო მოძრაობის მონაწილე პოტენციური მსხვერპლია. როცა ვიღაც უგუნურად მართვას იწყებს, საფრთხეს არა მხოლოდ თავისი არამედ სხვების სიცოცხლისთვისაც წარმოადგენს. ავარია, რომელიც ოსტინში, ტეხასში მოხდა, მაგალითია იმისა, თუ როგორ აყენებს ყველას საფრთხის ქვეშ კრიმინალურად აგრესიული მძღოლი.
ვიდეო ამ ინციდენტში მონაწილე მძღოლმა გამოაქვეყნა. მსხვერპლ მძღოლს გზას შავი Infiniti G35 უჭრის. მძღოლი ჩქარდება და გაქცევას ცდილობს, მაგრამ Infinity მას თავს არ ანებებს. ავტომაგისტრალზე გასვლა შავი სედანის მძღოლის შესაჩერებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

მძღოლი სიჩქარეს 157-კმ/სთ-მდე ზრდის, მაგრამ საბოლოოდ უკან იხევს. Infinity ისევ ჩნდება და უსწრებს. უცებ G35-ის მძღოლი ფანჯრიდან ხელს ყოფს და ნაჯახს აგდებს! შემდეგ ცენტრალურ ზოლში სხვა ავტომობილს მიჰყვება. ამუხრუჭებს, მაგრამ უკვე გვიანია. წინ მიმავალ ავტომობილს ეჯახება და გზის გვერდით თხრილში აგდებს. უკანა ბამპერი კი გზაზე რჩება.
Infinity გარბის. მძღოლი, ვისმა ავტომობილის კამერამაც ეს ყველაფერი გადაიღო, გზიდან გადავარდნილის დასახმარებლად ჩერდება.
„პოლიცია გამოჩნდა. გზიდან გადავარდნილი ავტომობილის მძღოლი კარგადაა. დადიოდა და საუბრობდა. პოლიციელებმა დამიდასტურეს, რომ ავტომობილი გაჩერებული იპოვეს. ვკითხე, მიაკვლიეს თუ არა მძღოლს. პოლიციამ მიპასუხა რომ არა, მაგრამ ჩემი აღწერით ისინი ფიქრობენ, რომ „იციან ვინც არის“. სასაცილოა“, - ამბობს მძღოლი ვიდეოს კომენტარში.