უკან გაწვევა, სუბარუ, სუბარუ აუთბექი, სუბარუ იმპრეზა, სუბარუ ლეგასი
Aa
Aa

Subaru 2019 წლის მოდელებს უკან იწვევს

Subaru-ს 2019 წლის მოდელების 188 207 ავტომობილის უკან გაწვევა მოუწევს.

გაწვევა ეხება Ascent-ს, Impreza-ს, Legacy-სა და Outback-ს. NHTSA-ს თანახმად, ბენზინის ტუმბო სრულფასოვნად არ მუშაობს, რაც მანქანის მოძრაობის მომენტში ძრავის ჩაქრობაშ გადაიზრდება. ეს კი, რა თქმა უნდა, ავარიის რისკს ზრდის.

კომპანიაში ამბობენ, რომ ამ გაუმართაობით გამოწვეული უბედური შემთხვევების შესახებ ჯერ არაფერი იციან. ასევე, მათი თქმით, პრობლემამ შესაძლოა მანქანის დაძვრისას იჩინოს თავი და არა მოძრაობისას. ავტომწარმოებლები დილერების გაფრთხილებას 5 ივნისიდან დაიწყებენ და ისინი ბენზინის ტუმბოებს ჩაანაცვლებენ.

მიუხედავად კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვებისა, დილერების ზოგიერთი სერვის ცენტრი ჯერ კიდევ მუშაობს და ამ პრობლემის მოგვარებას შეძლებს. საჭირო ნაწილები აპრილის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები