იდეალური ავტომობილი საწვავის კრიზისისთვის - HMV FreeWay EV-ი
საწვავის ფასის რეკორდული ზრდის ტენდენციაზე უკვე ყველას მძიმე რეაქცია აქვს. თუმცა, ისტორიაში პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მძღოლებს საწვავის ღირებულება ტვირთად მძიმედ აწევთ. ამ სიტუაციიდან გამოსავალი დღეს ჰიბრიდული ან ელექტრო ავტომობილების შეძენაა. თუმცა, საინტერესოა როგორი გადაწყვეტა მოუფიქრეს ამ პრობლემას გასულ საუკუნეში.
სურათებზე თქვენ ერთ-ერთი ასეთი იდეის ხორცშესხმას უყურებთ. HMV FreeWay მინესოტაში მცხოვრები ინჟინრის, დეივ ედმონსონის კონცეპტი გახლავთ. ამ ადამიანს 1979 წლის საწვავის კრიზისი ძალზედ აწუხებდა. HMV “high-mileage vehicle-ს” ნიშნავდა, რაც სვლის დიდი მარაგის იდეას ატარებდა. ედმონსონის მიერ შექმნილი ერთსავარძლიანი მანქანა 100კმ-ზე 2.8 ლიტრ საწვავს მოიხმარდა. მოდელს ერთცილინდრიანი აგრეგატი და მინაბოჭკოსგან დამზადებული კორპუსი ჰქონდა. მისი სიმძლავრე 12 ცხენის ძალას აღწევდა. ოდნავ სპორტული ვერსია 16-ცხენისძალიანი იყო და 100კმ-ს 4.7 ლიტრი საწვავით ფარავდა.
სიმძლავრეს CVT-ის ტრანსმისია ჯაჭვით უკანა ბორბალზე ანაწილებდა. უკუსვლისთვის გამვლელის მიწოლა დაგეხმარებოდათ, ან ამის გასაკეთებლად მანქანიდან უნდა გადმოსულიყავით. საინტერესო ისაა, რომ მსურველებს ელექტრო აგრეგატით წარმოდგენილი ვერსიის შეძენა შეეძლოთ. თუმცა, ამ EV-ის 4 ცხენის ძალა ჰქონდა, რაც ძალიან ცოტაა.
თუ ეს იდეა მოგწონთ მაშინ გეტყვით, რომ Bring a Trailer-ის აუქციონზე ახლა 1980 წლის ეგზემპლარია გამოტანილი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მის გამოსაყენებლად მცირე მუშაობაა საჭირო. ეს FreeWay ანატომიური სავარძლით და 80 მილიანი (129კმ/სთ-იანი) სპიდომეტრით არის წარმოდგენილი. განავითარებთ თუ არა ამ სიჩქარეს? საეჭვოა.
ედმონსონმა, 1979-82 წლებში ჯამში სულ 700 მანქანის დამზადება მოახერხა. ირანის რევოლუციის შემდეგ და საწვავის ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა. შედეგად ამ მოდელის აქტუალობა დიდხანს არ გაგრძელებულა.
გამოიყენებდით თუ არა ყოველდღიური გადაადგილებისთვის ასეთი ტიპის მანქანებს დღეს? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.