Aa Aa
20 ივნისი 2022  |  09:24

1998 წლის კონფისკებული Supra 265 000$-ად გაიყიდა

პოლიციამ ნარკომოვაჭრეს 1998 წლის Toyota Supra ჩამოართვა და აუქციონზე 265 000$-ად გაყიდა. A80 თაობის საბოლოო მოდელი 13-დან ერთ-ერთი A80-ია, რომელიც პოლიციამ 2020 წელს მასაჩუსეტსში ნარკოტიკებით მოვაჭრეს ჩამოართვა. ეს ადამიანი ახლა ციხეშია. კოლექცია 1993 წლის Supra-საც მოიცავდა, რომელსაც ტურბინიანი ძრავა და 6-სიჩქარიანი მექანიკური კოლოფი ჰქონდა. ამ მანქანის ოდომეტრზე 8 169 მილი (13 000კმ) იყო გამოსახული და ის 237 500$-ად გაიყიდა.

სურათზე ნაჩვენებ Supra-ს შედარებით მეტი, 22 962 მილი (37 000კმ) ჰქონდა გავლილი. ის Quicksilver ფერში იყო შეღებილი. 1993 წლის Supra კი უბრალოდ თეთრი გახლდათ. მალე Supra-ს ფორუმზე ამ მანქანის ახალი მფლობელის განცხადებაც გავრცელდა. ის რამდენიმე წლის წინ ასეთივე ფერის Supra-ს გაყიდვას ნანობდა. ამ ნაბიჯით კი თავისი შეცდომა გამოასწორა.

Drive and Autoblog-ის მიხედვით, ეს Qucksilver Supra კალიფორნიის ერთ-ერთ კოლექციას შეუერთდება. ეს გასაგებიცაა, რადგან A80 Supra დღეს საკმაოდ ფასობს. წარმოიდგინეთ, რამდენი ახალი „სუპერქარის“ შეძენა შეიძლება ამ ფასად.

1990-იან წლებში დაბადებული ადამიანები, რომლებსაც ახლა შესაბამისი ფინანსური მდგომარეობა აქვთ, მათი ბავშვობის ეპოქის საკულტო მოდელებს ყიდულობენ. ასეთი კი მსოფლიოს მასშტაბით ბევრია. ეს იგივე ფენომენია, რაც 2000-იან წლებში „ბეიბი ბუმერების“ ნოსტალგია ქუხდა „მასლ ქარების“ მიმართ.

ნოსტალგიის ამ ტალღით სარგებლობა Toyota-მაც გადაწყვიტა და Supra გააცოცხლა. თუმცა, ახალი მოდელი MK4-ის მსგავსი პოპულარობით მაინც ვერ სარგებლობს. Toyota-მ ეს კარგად იცის, რის გამოც A70-სა და A80-ის ნაწილების გამოშვებით ხეირი გადაწყვიტა. მათზე მოთხოვნა კი მზარდია.

გაზიარება: